ვფიქრობ რომ ძალიან გამოსადეგი თემაა ეს, რავიცი აქ ვერ ვიპოვე და თუ უკვე დევს ასეთი რამ მაშინ წაშალეთ. მოკლედ საკითხი ასე წარმოიშვა:
როგორ გავაფართოვოთ ან შევამციროთ ვინჩესტერი ვინდოუს ვისტაშითავად ვისტას აქვს ეს ფუნქცია და არ არის საჭირო არანაირი partition magic-ის და ამდაგვარი პროგრამების გამოყენება.
1. დისკის შემცირება, ანუ დაყოფა.ეს გეხმარებათ თქვენ შექმნათ ახალი დისკი ან შეამციროთ ვინჩესტერის მოცულობა:
ნაბიჯი პირველი: ეს ყველაფერი ხდება ‘Disk Management’-ში.
ესეიგი შედიხართ:
Start Menu -> Control Panel -> System and Maintenance -> Administrative Tools -> ორჯერ დააჭირეთ Computer Management -> Storage -> Disk Management.
ასე უნდა გამოიყურებოდეს:
ნაბიჯი მეორე: დააჭირეთ მარჯვენა ღილაკი იმ დისკს რომლის შემცირებაც გინდათ და უთხარით
shrink
ნაბიჯი მესამე: გამოსულ მენიუსი ჩაწერეთ ციფრები, თუ რამდენად გინდათ შემცირება (მენიუში მოცემული იქნება ციფრები, ეს ნიშნავს იმას რომ მაქსიმუმ რა ციფრიც არის ჩაწერილი იმდენის შემცირება შეუძლია).
ნაბიჯი მეოთხე: დააჭირეთ Shrink-ს და მორჩა. ეხლა თქვენ გაქვთ ახალი დისკი, დააჭირეთ მარჯვენა და უთხარით ფორმატი.
მიყევით შემდეგ ინსტრუქციას: 

ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გინდათ იმ ახალი დისკის გაფართოება და გინდათ შექმნათ როგორც ახალი დისკი.
შემდეგ როცა დაფორმატდება უნდა გამოჩნდეს my computer-ში, თუ არ გამოჩნდათ ისევ შედით იქ, ანუ storage-ში და ახალ დისკს თუ არ ქვია ის სახელი რაც დაარქვით ახლიდან დააწერეთ და გამოჩნდება ამის შემდეგ my computer-ში.
2. როგორ გავაფართოვოთ ვინჩესტერიგაფართოვება გაძლევთ საშუალებას, რომ შეაერთოთ ორი დისკი ერთად.
ნაბიჯი პირველი: Start Menu -> Control Panel -> System and Maintenance -> Administrative Tools -> ორჯერ დააჭირეთ Computer Management -> Storage -> Disk Management.
ნაბიჯი მეორე: ეხლა დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი იმ დისკს რომლის გაფართოებაც გინდათ და უთხარით extend.
ნაბიჯი მესამე: დააჭირეთ Next-ი Extend Volume Wizard-ში.
ნაბიჯი მეოთხე: მოცემული იქნება მაქსიმუმი იმისა, თუ რამდენად შეგიძლიათ გააფართოვოთ დისკი, თუ გინდათ უფრო ნაკლებად, მაშინ ახალი ციფრები ჩაწერეთ.
ნაბიჯი მეხუთე: დააჭირეთ Next-ს და Confirm-ს, შემდეგ კი Finish.
სულ ესაა, იმედია მოგეწონათ
This post has been edited by takushka on 6 Nov 2008, 21:01