მე შემემთხვა ერთხელ ესეთი რამ: მოკლედ ვზივარ სამსახურში საქმეები მაქ თავზე საყრელად და მოიტანეს წინა დღით ნაყიდი ლეპტოპი. ცალი თვალით ავხედე და წინ მიდგას ტიპიური ქართველი მუჟიკი დევიზით აბა ჩემ მეზობელს რომ აქ ლეპტოპი მე რითი ვარ მასზე ნაკლები

და მისი ვაჟი ასე 23 25 წლის (მამა ენაცვალოს ბიჭმა კომპიუტერ ხომ უნდა იცოდეს) მოკლედ ვზივარ ვაკეთებ საქმეს და ავიხედე კიდევ ერთხევ და ვხედავ ბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებს და ბიჭის(მამა ენაცვალოს) გულურყვილო მზერას.
მამა-ეს რა ნოტბუკი მომყიდეთ ვინდოვს ექსპეს ვერ ვწერთ
მე- რატომ? რა მიზეზით ვერ ხდება ჩაწერა დისკს ვერ კითხულობს თუ ინსტალაციისას იჭედება
მამა-(გაკვირვებული მზერით) აბა მე რა ვიცი. -სახეზე აშკარა უნდობლობა "ნამდვილი კომპიუტერჩიკი ეხლა ამას ვერ უნდა ხვდებოდეს?"
შვილი-აი იცით ჩვენ მოვიყვანეთ პროგრამისტი მეზობელი და აი მაგრა იცის რა კომპიუტერები და ვინდოუსები ხოდა ვერ ჩაწერა და ასე გვითხრა უკან მიტანეთ "ზავადსკოი ბრაკი" იქნებაო
მე-
მამა-ხოდა ამდენი ფული გადასაყრელი მაქ კაცო თუ მილიონერის რამე მეტყობა? გამომიცვალეთ რა თქვენი ჭირმე ვა
უსიტყვოდ გამოვართვი ლეპტოპი შევდივარ ბიოსში და სატას ვურთავ. და ეს სადღAც 10 თუ 15 წამზე მეტხანს არ გრძელდება თან თავის აუწევლად ვაკეთებ რომ კიდე რამე არ წამოსცდეს და ჩემი მომღიმარი სახე არ დაინახოს
მე-წაიღეთ და თქვენს "პროგრამისტს" უთხარით ჩაწეროს ოპერაციული სისტემა

მამა-
გასვლისას დავინახე როგორ წაარტყა თავს თავის შვილს კეფაში და ისეთი მამისმკვლელი თვალებით შემოგვხედა ყველას რომ მტრისას
ესაა ჩემი კომენტარი
If you're going through hell.
Keep going
I LIFT THINGS UP AND PUT THEM DOWN