ინტერნეტზე გამახსენდა

ახალ სახლში გადავედი და მარტო დსლ იყო იქ, სხვა რა გზა მქონდა ,დავრეკე სილქნეტში და ვაფორმებ შეკვეთას,
ორატორმა გოგონამ ჩაიწერა მონაცემები და ბოლოს მეკითხება სისტემა რომელი გიყენიათ XP თუ ვისტაო?
იმ დროს სევენი რამდენიმე დღის გამოსული იყო ოფიციალურად და თავისთავად 7 მეყენა

7 მიყენია თქო ვეუბნები და ყურმილის მეორე მხარეს ჩაცინების ხმა მესმის, აი ისეთი "ვაი შე უბედურო ჩაინიკო"ს სტილში

და მიმეორებს კითხვას მე ინტერნეტში რით შედიხარ იმას კი არ გეკIთხები, ვინდოუსი რომელი გიყენიაო

დაახლოებით 10 წუთი ვუხსნიდი და ვუყვებოდი ვინდების გამოსვლის წლებს და ვერსიების სახელებს და მაინც რომ არ დამიჯერა გაბრაზებული მეუბნება მოვა ტექნიკოსი და ადგილზე გაარკვევსო

მეორე დღეს მე როცა არ ვიყავი სახლში მისულა ტექნიკოსი და დახვდა ჩემი ძმა, რომელიც აზრზე არაა კომპის და მირეკავს ნიკა სასწრაფოდ მოდი დაბნეული სასტავი შეიკრიბა ჩვენს სახლში და ინეტს ვერ რთავენო

თურმე რომ მივიდა ტექნიკოსი ვერ გაიგო რა მეყენა და დაიწყო რეკვები , ჯერ ტელზე უხსნიდნენ კაი ხანი, მერე ერთი ტექნიკოსი მოვიდა, მერე კიდევ ერთი და ბოლოს მეოთხეც მოვიდაო, სადღაც 2 საათი ეჩალიჩებოდნენ და ბოლოს მეოთხეს ეტყობა დიდი სანაცნობო ყავდა და ვიღაცასთან დაურეკავს და ის დახმარებია

და სახლში რომ მივედი მთელი სამეზობლო მათზე ღადაობდა

მაგრამ პრიკოლი ისაა რომ ინტერნეტი მაინც არ მქონდა

აიპი სტატიკურზე გაწერეს და DNS ის გაწერა ან ვერ მოიფიქრეს და ან დაავიწყდათ