ძმებო, ეს არაა ამ თემის მთლად შესაფერი პოსტი, მაგრამ პოლიტიკის განყოფილებაში, სადაც დიდხანს ჩავრჩი, ერთ თემაში (
გასიებული გიგი უგულავას ენით აუწერელი ცინიზმი ) სიტყვამ მოიტანა ეს ასოციაცია, იქ კი კიდევ უფრო არაა ამ პოსტის ადგილი. ამიტომ ვიფიქრე, აქ დამედო, მაინც აქაური თემატიკაა, იქ კი - მხოლოდ ბმული.
_________________
რა შუაშია პოლიტგანყი, ისე გამახსენდა.
სადღაც 7 წლის წინ... oszone-ზე ვარ იუზერი, და "მეცნიერება და რელიგიის" განყოფილებაში მომიხდა კამათში ჩართვა საილენთ სპაიდერთან. ეს კაცი უგზო-უკვლოდ განათლებული და ნიჭიერია, მეცნიერი და მოსკოვის ერთ-ერთი უნ-ტის ლექტორი ქიმიაში და მომიჯნავე დისციპლინებში. იმ დროს ამ განყოფილების მოდერატორი იყო.
კამათი, რაც რელიგიაზე იყო, შორს შევიდა, რადგან თუ სადმე სერიოზულად შევტოპე, ესე იგი მაქვს არგუმენტები,

და სპაიდერს კი კომპლექსიც სჭირდა - არ შეეძლო კრიტიკის მოთმენა. არგუმენტზე რომ დამაჯერებელი პასუხი არ ჰქონდა, წყობიდან გამოდიოდა; თან - საკუთარ განყოფილებაში, სადაც მეფედ გრძნობდა თავს (მათ შორის იმიტომაც, რომ ყველაფერში ძალიან კარგად ერკვეოდა), ვიღაც რომ აღარ ეპუება.
ჩვენი ურთიერთციტატებით სავსე შეპასუხებების სიგრძე გეომეტრიულად იზრდებოდა და ბოლოს თითო გვერდს მიაღწია. ამ მომენტისთვის რამდენჯერმე მომთხოვა: ან აღიარებითი პოსტი დადე, რომ ცდები,

ასე ნუ ლაპარაკობო, ან ზომები იქნება მიღებული წესების შესაბამისადო (წესები აცხადებდა, ღმერთი აპრიორი არ არსებობსო

). რა ვაღიარო-მეთქი - პასუხებს შენ არ სცემ, ზოგადი და გვერდული მსჯელობის და პიროვნული და ეკლესიის საერთო შეურაცხყოფის გარდა (სულ შიზოფრენიას და ფსიქიკის მოშლაზე ლაპარაკობდა, სიტყვიერი ნაკადის ნახევარი ეს იყო), მე ყველაფერზე პატიოსნად ვპასუხობ და მეტი რა უნდა ვქნა-მეთქი. იქვე შევპირდი, ვწყვეტ კამათს, დამღალა და ასე გაგრძელებაში აზრს ვერ ვხედავ, ვისაც სჯერა, რომ შენ მართალი ხარ, სჯეროდეს, მე გავდივარ ამ თემიდან, და ვტოვებ ტროლის სიამაყეს ხელყოფის გარეშე, - ვაცხადებ, რომ სწორედ მან გაიმარჯვა, ღმერთი შენთან იყოს-მეთქი, სპაიდერ.
ამოვისუნთქე, რომ დავისვენე.
საღამოს შევდივარ ფორუმზე და - ვინ გიშვებს? თურმე რა: ჩემს ავატართან წერია - ЗАБАНЕН.
ვაა.

გამეცინა. არ ველოდი, რომ ამდენი ჩხუბის შემდეგ უკვე გამოტრიალებულს ზურგში მესროდა,

არც იმას, რომ თავის უფლებამოსილებას ასე, არცთუ ღირსეულად გამოიყენებდა. ახლა მარტო ის მაინტერესებს, რეაქცია თუ მოყვება იუზერების მხრიდან. დავიცადე რამდენიმე საათი. შევდივარ ღამით და თურმე აქ ამბავია... იქ რამდენიმე მოდერატორია, ცხადია. და ერთ-ერთს, ვადიკანს (ვადიმ სტიორკინი, რუსი ებრაელია მგონი. მისი საიტია
http://www.outsidethebox.ms )...
...ვადიკანთან მანამდე ერთხელ მქონდა შეხება. ის დრო იყო, ოსზონესა და მაიკროსოფტს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სტრატეგიულ პარტნიორობაზე რუსულენოვან ინტერნეტში, და ამათ დაიწყეს ლაპარაკი პირატული განყოფილების გაუქმებაზე. ეს ვადიკანი მთავარი აქტივისტი იყო ამისი, თუმცა ჯერ მოდერატორი არ იყო, მალე გახდა (საერთოდ, საიტმა ამით მხოლოდ მოიგო, რასაკვირველია, მე კი შესაბამისი შინაარსის სხვა კარგი საიტები აღმოვაჩინე, ხოლო ოსზონე დავიტოვე, როგორც მთავარი, და შესანიშნავი ტექნიკური ფორუმი). მე მათი ყველა მოტივი მესმოდა, მაგრამ არ მომეწონა, რომ თეთრ ხელთათმანებს ირგებდნენ მიზეზის მითითების გარეშე, ანუ ეს ხელშეკრულება რომ იყო მიზეზი. ეს ვთქვი კიდეც შესაბამის თემაში. მაშინვე ჩანდა, რომ ვადიკანს არ სწყენია, და როგორც მერე დადასტურდა, გულში არ ჩაუდვია, როგორც ზედმიწევნით სამართლიან და ზოგადად ძალიან კარგ ადამიანს.
...ჰოდა, ახლა ამდგარა ეს ვადიკანი, დაუხურია ის თემა, და სპაიდერისთვის დაუდვია ბანი.

როგორც მერე გავიგე, მოდერატორთა საბჭოზე უთქვამს და გაუტანია: ან ის ბანი მოეხსნება, ან ორივე გავარდება გარეთო. მერე თავად მომწერა - იმ თემაში თქვენ ერთმანეთის ღირსები იყავით; მაგრამ მე ბოლომდე დავიცავ სამართლიანობას, ან ორივე იქნებით ფორუმზე, ან ორივე დატოვებთ; მე ვერ ვადევნებდი თვალს თქვენს მოღვაწეობას ფორუმზე და ამიტომ დაწვრილებით ვერ შევაფასებ, სპაიდერზე კი ვიცი, რომ ფორუმისთვის და მისი წევრებისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უსამართლობას არ დავუშვებ, და კი ვწუხვარ, რომ ფორუმს ის დააკლდება, მაგრამ ასეც ვიზამო. მივწერე საპასუხოდ, ვეხვეწე, რა საჭიროა, მე ჩუმად წავალ, რიგითი საშუალო დონის იუზერი ვარ, არაფერი "ღვაწლი" არ მიმიძღვის, სპაიდერს კი უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი (მართლა ასე იყო), მე თუ რამე დამჭირდა, ხომ ისედაც დავათვალიერებ ფორუმს, როგორც გარედან შემოსული-მეთქი. არაო, გადაჭრით შემატყობინა.
საბოლოოდ ისე მორიგდა, რომ კიდევ სხვა მოდერატორმა აგვხსნა ბანი ორივეს. შემდეგ სპაიდერს და მე ძალიანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, თუ რამე - მხოლოდ მსუბუქი ირონიის თანხლებით. დამენანა, რომ სამიოდე წლის წინ, როცა ოსზონეზე მე აღარც შევდიოდი, რადგან ძალიან დამწყვიტა გული ბევრი იქაური წევრის პოზიციამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით (ის ისეთივე აღმოჩნდა, როგორც რუსების აბსოლუტური უმრავლესობისა), - იმ პერიოდში სპაიდერს რაღაც წყენის გამო ფორუმი დაეტოვებინა.
აი, ასეც ხდება ხოლმე მოდერატორთა შორის. მეტს ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ამ ამპლუაში და არც ვაპირებ.
This post has been edited by ErK on 10 Oct 2012, 02:24