პოსტოჰოლიკმეორე კითხვიდან დავიწყებ, ფორმატი ვზუალური მხარეა და თუ რეალური ცვლილება გინდა შეგიძლია გმოიყენო ფორმულა ROUND(მონიშნე რიცხვი, ჩაწერე რიცხვითი მნიშვნელობა სადამდეც გინდა დაამრგვალოს) ვთქვათ:
5,6725 >>> ROUND ( 5.6725, 1)=5.7
რაც შეეხება პირველ კითხვას, იქიდან გამომდინარე რომ VLOOKUP თუ ნებისმიერი სხვა სტანდარტული საძიებო ფორმულა პირველ მონაცემის პოვნით შემოიფარგლება და კიდევ იმიტომ რომ VBA-თან ნაკლებად მეგობრობს ხალხი

დაგიწერ რამდენიმე ეტაპს რაც ჩემი აზრით აუცილებელია ამ ამოცანის გადასაჭრელად:
1) რადგან გვჭირდება რაღაცით უნიკალური გავხადოთ ჩანაწერები და ამავდროულად ეს უნიკალურიობა გავრცელდეს ოივე ფაილისთვის, ჩაამატე თითოეული ცხრილის მარცხნივ ორივე ფაილში ცარიელი სვეტი და პირველივე ჩანაწერის გვერდით დაწერე ასეთი ფორმულა (ვთვათ მონაცემები იწყება B1 უჯრიდან და წერია პირობითად 100 ჩანაწერი)
A1 უჯრაში წერ countifs($B$1:B1,B1,$C$1:C1,C1) და ჩამოაკოპირებ ჩანაწერის ბოლომდე (მე-100 სტრიქონამდე).
პირველ ფაილში:
A სვეტში გვაქვს რიცხვები (რაც ფორმულით მივუწერეთ)
B სვეტში გვაქვს კომპანიის სახელები
C სვეტში გვაქვს თარიღები
D სვეტში გვაქვს ის თანხები რისი შემოწმებაც გვინდა
მეორე ფაილში:
A სვეტში გვაქვს რიცხვები (რაც ფორმულით მივუწერეთ)
B სვეტში გვაქვს კომპანიის სახელები
C სვეტში გვაქვს თარიღები
D სვეტში გვაქვს ის თანხები რასაც ვეძებთ
2)პირველი ფაილის E1 უჯრაში წერ VLOOKUP(A1&B1&C1,CHOOSE({1,2},$A$1:$A$100&$B$1:$B$100&$C$1:$C$100,$D$1:$D$100),2,0) და ვაჭერთ CTRL+SHIFT+ENTER
CHOOSE({1,2},$A$1:$A$100&$B$1:$B$100&$C$1:$C$100,$D$1:$D$100) ამ ფორმულის ყველა მისამართს ვიღებთ მეორე ფაილიდან საიდანაც მონაცემები უნდა მოვძებნოთ
ამის შემდეგ შეგიძლია მარტივად შეადარო რამდენად განსხვავდება გვერდიგვერდ ჩაწერილი მონაცემები
P.S რათქმაუნდა VBA უკეთესი გამოსავალია
This post has been edited by Mrexcel86 on 21 May 2014, 18:46