bet555
გამარჯობა
თუ ახალი ფუნქციის შექმნა პრობლემას წარმოადგენს არის კიდევ ერთი ვარიანტი მაგ:
თავდაპირველად მონიშნეთ ყველა შეფერილი უჯრა და შიგ მოთავსებულ მონაცემებს მიეცით delete, მათი დაბრუნება შეგეძლებათ undo ღილაკით
თითოეული სვეტი დაასორტირეთ Cell Color -ის მიხედვით, თუ არ იცით როგორ, გეტყვით: დააკოპირეთ კონკრეტული Column/Row და Sort&Filter-ში აირჩიეთ Custom Sort (Option აირჩიეთ ვერტიკალურად გინდათ განალაგოთ თუ ჰორიზონტალურად) გამოსულ ფანჯარაში პირველ ფილტრში მიუთითეთ პირველი მონაცემთა Column/Row რომელიც გაქვთ, შემდგომ ფილტრში აირჩიეთ Cell Color, მესამეში კი რომელიმე ფერი, ბოლოს კი მიუთითეთ სად განლაგდება ეს ფერი ზემოთ თუ ქვემოთ(ჰორიზონტალუტი განლაგების შემთხვევაში მარცხნივ თუ მარჯვნივ), მიეცით OK და ასეთივე მოქმედება გააკეთეთ ყოველი სვეტისთვის ცალ-ცალკე.
როცა სორტირებას მორჩებით იმ უჯრაში სადაც გსურთ რომ აისახოს მონაცემები ჩაწერეთ =COUNTBLANK(range), რომლის ერთადერთი არგუმენტია RANGE სადაც ჩასვავთ კონკრეტული ფერის შესაბამისი უჯრების დიაპაზონს, შედეგად მიიღებთ ამ კონკრეტული შეფერილობის უჯრების რაოდენობას, გაიმეორეთ ეს ქმედება სხვა Column/Row - ებზეც და მარტივი არითმეტიკით მიღებთ თქვენთვის სასურველ მონაცემს . როცა ყველაფერს გამოითვლით მისცემთ undo და ყველაფერი საწყის ფორმას დაუბრუნდება.
P.S ამ ყველაფერს რათქმაუნდა ჯობია ახალი ფუნქციის შექმნა მაგრამ, თუ ამ საკითხში ვერ ერკვევით ვფიქრობ ახსნა დიდი დროს წაიღებს და ეს ქმედებები ყველაზე უფრო მისაღები იქნება თქვენთვის დროს მენეჯმენტის კუთხით. წარმატებები!
* * *
უკაცრავად გამომჩა ერთი მთავარი ფაქტი

)))
რა თქმა უნდა UNDO -ს მიცემა ასე მარტივად არ შეიძლება, როცა თქვენთვის სასურველი მონაცემებით შეავსებს გრაფას საჭიროა თავდაპირველად მათი შენახვა ისე რომ UNDO -ს გამოყენებით ისინიც არ წაიშალოს ამისათვის საჭიროა:
1.მოიშნეთ მონაცემები და მიეცით COPY;
2. შედით PASTE-ში და აირჩიეთ PASTE VALUES
3. ხელახლა დააკოპირეთ მონაცემები და გადაიტანეტ ექსელის ახალ ფანჯარაში და დაასეივეთ;
4.შეგიძლიათ უკვე გამოიყენოთ UNDO;
5.როცა ყველაფერს ძველი იერი დაუბრუნდება, მეორე ფანჯრიდან ამოჭერით დაკოპირებული მონაცემები და დადეთ სადაც გინდათ
P.S. ძალიან ბევრი დავწერე იმედია გამოგადგებათ

))))))))
This post has been edited by Mrexcel86 on 18 Jul 2011, 19:38