skype რომ აღარ განახლდეს თვითნებურადო

regedit-ში ესეთი რაღაცეები უნდა ქნაო:
1. მოძებნი ამ key-ს -> HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Policies და მასზე მარჯვენა კლიკით გამოიყვან კონტექსტურ მენიუს, რომელშიც აირჩევ New და შემდეგ Key და დაარქმევ Skype, შემდეგ ამ შენ მიერ შექმნილ Skype-ზე მარჯვენა კლიკით კონტექსტური მენიუდან ისევ აირჩევ New -> Key და დაარქმევ Phone. თუ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაშინ შენ მიერ შექმნილ Phone-ზე დაწკაპუნებისას regedit-ის status bar-ზე უნდა დაიწეროს My Computer\HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Policies\Skype\Phone.
2. თუ 64 ბიტიანი windows გაქვს ამ მეორე პუნქტს გამოტოვებ და გადახვალ მესამეზე, ხოლო თუ 32 ბიტიანი გაქვს მაშინ Phone-ზე მარჯვენა კლიკით გამოიყვან კონტექსტურ მენიუს და აირჩევ New შემდეგ DWORD Value და დაარქმევ DisableVersionCheck . შემდეგ ამ DisableVersionCheck-ზე მარჯვენა კლიკით გამოიყვან კონტექსტურ მენიუს და აირჩევ Modify, ჩაწერ 0-ის ნაცვლად 1-ს, hexadecimal როგორც არის მონიშნული ისევე დატოვებ და ამით მორჩები.
3. 64 ბიტიანი windows-ის შემთხვევაში Phone-ზე მარჯვენა კლიკით გამოიყვან კონტექსტურ მენიუს და აირჩევ New შემდეგ QWORD Value და დაარქმევ StopVersionCheck. შემდეგ ამ StopVersionCheck-ზე მარჯვენა კლიკით გამოიყვან კონტექსტურ მენიუს და აირჩევ Modify, ჩაწერ 0-ის ნაცვლად 1-ს, hexadecimal როგორც არის მონიშნული ისევე დატოვებ და ვსიო

მიახურავ ეგრევე regedit-ს.
ჰოდა ამდენი წვალების მერე მართლა აღარ განახლდება ნეტა(ვ)?
This post has been edited by retarded on 21 Oct 2011, 16:42