ქსელში კომპები რო მართო ცივილიზებულად საჭიროა
1. კაი მართვადი სვიჩიდ დაკავშირება მაგ. სისკო ან დელინკი. პლანეტი და გემბირდი ვერ უძლებს დატვირთვებს. ხან იწვება, ხან იჩხირება, ხან პორტები არ მუშაობს ზოგი.ერთი სიტყვით სისკოს გირჩევთ, თუმცა დზვირიანებია.
2. როცა ფიზიკურად დაკაშირებულია კომპები უნდა ვიფიქროთ მომავალ სერვერზე. ამისთვის უნდა გვქონდეს სერვერული კომპი HP-ის მაგალითად Proliant ან სხვა. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ააწყოდ დეტალურად, მაგრამ არ გირჩევთ. ქარხნული აწყობილი დატესტილია ყველა რეალურ პირობებში. სერვერი არჩეული გაქვთ და ამ ეტაპზე გვინდა სერვერული OS (windows server 2003 , 2008, 2008 r2) . სერვერულ კომპებს მოყვება სპეციალური დისკი რომლითაც ვიზარდით სწორი კონფიგურაციით დაგაყენებინებთ სისტემას. მეორე ვარიანტი, თქვენით დააინსტალირებთ სტანდარტულად ვინდოუსის დისკით.
3. როცა სისტემა მზადაა გადავდივართ მის კონფიგურაციაზე. პირველ ჩართვაზე გამოდის ვიზარდის ფანჯარა სადაც შეგიძლიათ დააყენოთ სერვერის ის კომპონენტები რასაც საჭიროს თვლით. გაწერთ სტატიკურ ip ებს, დააკონფიგურირებთ ვიზარდით DNS სერვერს, Active Directory (AD), ასევე DHCP...ლოკალური დომენი ასეთი სახისაა მაგ. myoffice.local. შექმნით ჯგუფებს შესაბამისი პოლიტიკით.შექმნით იუზერებს, გააწევრიანებთ საჭირო ჯგუფებში. სერვერი მზადაა ემსახუროს ქსელს.
4. გადავდივართ საკლიენტო კომპიუტერებზე. ჩვენ სერვერთან დასაკავშირებლათ უნდა შევიყვანოთ დომენში myoffice.local . როცა პროცედურა წარმატებით დასრულდება სისტემა გადაიტვირთება და სისტემაში შესვლის დროს მოითხოვს login და password რომელიც სერვერზე არის დარეგისტრირებული.
ეს იყო ზოგადი ინფორმაცია ეტაპობრივად. სერვერს უამრავი ფუნქცია აქ რომლებშიც ჯერ კიდე არ ვარ ბოლომდე გარკვეული....
Windows Server 2003 შეგიძლიათ გადმოქაჩოთ
http://nod.ge/595-windows-server-2003.html