სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო სისტემებში კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტისაბუთების მიღების ბოლო ვადა: 16 ნოემბერი, 2009კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი) აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე საინფორმაციო სისტემებში. გთხოვთ გაამახვილოთ
ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ეს იქნება სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე მიღების ბოლო შანსი.
პროგრამა შედგენილია Association for Computing Machinary (ACM)-ისა და Association for Information Systems (AIS)-ის კურიკულუმის სტანდარტების მიხედვით, რომელიც ასახავს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მოთხოვნებს საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მიმართ.
პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?თანამედროვე პროგრამა: დღეს ძნელია იპოვოთ საქართველოში სამაგისტრო პროგრამები საინფორმაციო სისტემების სფეროში, რომლებიც გთავაზობენ თანამდროვე სასწავლო პროგრამას, სადაც ასახულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მიმართ.
ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ტექნიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგრამ ამავე დროს პროგრამა იძლევა საკმაოდ მაღალი დონის ცოდნას ბიზნესის მუშაობის პრინციპებზე და სტრატეგიის ანალიზზე. დღეს, გლობალური კონკურენციის ხანაში ორგანიზაციებს სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ასეთი კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ისეთ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომბინირებული ცოდნა: ღრმა ტექნიკური ცოდნა და ბიზნესის სტრატეგიის კარგი ანალიზის უნარი.
მოქნილი სტრუქტურა: თითეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სემესტრში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 საგანი.
მისაღები ფასი ხარისხიანი პროგრამისათვის: თითეოული საგნის ღირებულებაა მხოლოდ 600 ლარი.
მოქნილი გადახდის სისტემა: სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, რადგანაც პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე.
იმ პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ გაიარონ მხოლოდ კონკრეტული საგნები პროგრამიდან, შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ
სასერთიფიკატო პროგრამაზე. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:•შევსებული აპლიკაციის ფორმა;
•სამოტივაციო წერილი (სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში)
•სარეკომენდაციო წერილი;
•რეზიუმე/CV;
•ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი;
•ორი ფოტოსურათი (3 x4);
•პირადობის მოწმობის ასლი;
•სამხედრო რეგისტრაციის მოწმობის ასლი.
დოკუმენტების განხილვის შემდეგ თქვენ წარმატებით უნდა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 16 ნოემბერიდამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს:
http://www.cst.ge საკონტაქტო პირები:
თამარ გაბისონია - 31 32 25 (შიდა 177); tgabisonia@cu.edu.ge
ნათია სულაბერიძე - 31 32 25 (შიდა 172) nsulaberidze@cu.edu.ge