გამარჯობათ და შეგაწუხებთ კიდევ ერთხელ, იქნებ მიშველოთ რამე და დამეხმაროთ. მე ჩაინიკი ვარ კომპის ამბებში, მოკლედ 1 თვის უკან რაგაც ვირუსი გადმოვწერე შეცდომით იუთუბის ვიდეო გავხსენი თუ რაგაც და საერთოდ გამითიშა კომპი. მერე დამიწერა მარტო დარეგისტრირდიო და მეილი მივუთითე ჩემი, რის შემდეგაც დაიწყო ინფორმაციის გაგზავნა რავი სად რა .ვეჩალიჩე და გავთიშე კომპი. რომ ჩავრთე დავირუსებული იყო ყველაფერი, მაშინ აქაც დავპოსტე ეს ამბავი, ასეთი პროგრმა ვირუსი იყო MY back თუ რაღაც ამის მსგავსი და მითომ ჩემს ფაილებს საიმედოდ ინახავდა, ასე მწერდა მეილებს . მე გერმანიში ვარ და ეს მეილებიც გერმანულად მომდიდდა და ეხლაც მომდის თითქმის ყოველდღე რომ გადაიხადე ეს, იყიდე ჩვენი პაკეტი თორემ წაგეშლება ყველაფერიო. გადმოვწერე ყველა ანტივირუსი თუ რამეა,მიუხედავად იმისა რომ აქ აკრძალულია და ველოდები ეხლა თან ჯარიმებს

მაგრამ არ უშველა, ყოველ წუთს ხან ავირა ხან კასპერსკი ინგლისურად მაფრთხილებს და მიყრის ვირუსებს, სხვა მხრივ კომპი მუშაობს, ცოტა შესუსტდა სიჩქარე და ამიტომ ყურადგებას არ ვაქცევდი.
ერთი ასეტი ანტი ვირუსი მიწერია Tuneup Pro და ასე მიწერს ხოლმე 1. COM and ActiveX -errors 86
2.User related -errors 77
3. Startup and Uninsted -errors 40
4.Total registry -errors 203
ესენი წერია წითლად, არ ვიცი ფოტოს აქ დადება თორემ დავდებდი. რას მირჩევთ რა ვქნა? ავირა მთავაზობს 40 ეუროიანი რაგაც პაკეტია გადმოწერე რომ ვირუსები წაშალოსო. იქნებ მირჩიოთ რამე. ყველა სკანერი მიყრის ვირუსებს და რა არის კაივარიანტი? დიდი მადლობა წინასწარ
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.
( წმ. იოვანე ოქროპირი)