მაგ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულად აქცევ სისტემის დაცვას ყურადღებას და რამდენად შეგიძლია ვირუსების კონტროლი და მათთან ბრძოლა. ვინდოუს 8 და 10-ში არსებული Defender-ი უფრო გაუმჯობესებულია წინა ვერსიებთან შედარებით და მინიმუმ საშუალო დაცვას მოგცემს. არის თუ არა იგი სხვა პოპულარული ანტივირუსების დონის, მაგას მხოლოდ გამოცდილება უჩვენებს, მათ შორის პირადული. ტესტის შედეგები შეგიძლია ნახო აქ:
https://www.av-test.org/en/antivirus/home-windows/ მე პირადად მაგას არ დავიტოვებდი, ისევე როგორც ვინდოუსის ფაიერვოლს, მაგრამ რომელიც არ უნდა დააყენო, მხოლოდ ერთი სკანერის იმედზე არ უნდა იყო.