მინდა დავწერო FireFox-ის დასაინსტალირებელი და Opera-ს მოყოლილი გაფართოებების შესახებ.ამასთანავე ვამბობ რომ,არ მინდა ეს კარგი ტოპიკი გადაიზარდოს FireFox VS Opera.თუ სურვილი გექნებათ გახსენით ანალოგიური თემა(ბევრი იყო ამ ფორუმზე) და იქ იქნება განხილული.
FireFox-ს ვიყენებ ძირითადად მხოლოდ ფორუმზე პოსტვისას.Gmail და Y!mail-ის Notifier-ის საშუალებით მაილების შემოწმებისას.(ერთ-ერთი საუკეთესო გაფართოება FireFox-ისთვის).
აღარვინ დაობს რომ Opera უფრო სწრაფია.Opera-ს მოყვება Tabbrowsering-ის შესაძლებლობა,პაროლების შესანიშნავი მენეჯერი/Wand password-ში შესაძლებელია შენახულ პაროლებთან მუშაობა,wapbrowser-ი,მაუსის მარჯვენა და მარცხენა ღილაკებით წინ და უკან გადასვლა,შესანიშნავი-საკმაოდ ინფორმატიული პროგრეს ბარი,ძალიან კარგი ჩამოტვირთვების მენეჯერი,შესანიშნავი-მოსახერხებელი სანიშნეები(Bookmarks) და ა.შ..ჩამოთვლილთაგან უმეტესობა FireFox-ში მხოლოდ გაფართოების დაყენების შემდეგ გვხდება.გაფართოების დაყენებას დრო და ძებნა უნდა.დრო კარგი მაგრამ,საკითხში არ თუ ისე კარგად გარკვეულმა იუზერმა,რომელსაც სურს მარტივად და სწრაფად დაათვალიეროს გვერდები/გააკეთოს ყვალეფერი რისი გაკეთებას ნეტშია შესაძლებელი ძებნის თავი აქვს/შეძლებს დაყენებას?ამ დროს Opera-ს სასტარტო პაკეტში მოყვება ყველაფერი ის რის დაყენებაზეც FireFox-ში უნდა იწვალოს საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა.
ძირითადად რაც დავწერე ვიყენებ პირადად და შემიძლია ვილაპარაკო პირადი გამოცდილებიდან.ვაფასებ FireFox-სა და მის სიდინჯეს ამ ფორუმზე პოსტვისას,მიყვარს და ვიყენებ Opera-ს სისწრაფის,მოხერხებულობის და ფუნქციონალურობის გამო.
ვიცი რომ,ვებ მასტერებისათვის FireFox-ი შესანიშნავი ბრაუზერია,მათი საქმიანობიდან გამომდინარე
მიმაგრებული სურათი