monogamistდა რითი ცვლი?
AcadNusx -ზე თუ გინდა გადაყვანა, რა თქმა უნდა, არ გადავა.
Sylfaen არის უნიკოდ ფონტი. ანუ, შეიცავს ლათინურის სიმბოლოებს, ქართულის სიმბოლოებს, რუსულის და ა.შ.
რომლებსაც უნიკალური კოდები აქვს მინიჭებული და კლავიატურის დრაივერით (ALT+SHIFT) ხდება არჩევა, რომელი კოდირებით გინდა დაიწეროს.
Sylfaen-ით აკრეფილი ქართული ტექსტი არის ქართული კოდირების.
შენ რომ აირჩიო რომელიმე ლათინური ფონტი, Times New Roman, ან Arial და წააკითხო, ვერ წაიკითხავს, რადგან იმათ არ აქვთ ქართული სიმბოლოები.
დარჩება ისევ Sylfaen.
AcadNusx და მსგავსი ფონტები, არის ასევე ლათინური. უბრალოდ, ქართველების მიერ ნაჩალიჩარი.
რადგან, 90-იანებში, არ გვქონდა უნიკოდ ფონტები, აიღეს ლათინური ფონტი და ინგლისურის სიმბოლოების ნაცვლად, ქართული ჩატენეს.
ე.ი. AcadNusx რეალურად ქართულს ვერ წაიკითხავს. ეგ კითხულობს მხოლოდ ინგლისურად აკრეფილს.
გაქვს ორი ვარიანტი.
1. სხვა უნიკოდ ფონტი შეგიძლია გადმოწერო და იმაზე გადაიყვანო. fonts.ge -ზე ფონტების ძებნაში აირჩიე კოდირება "უნიკოდი"
2. ქართული ტექსტი გადაიყვანო ინგლისურში, ანუ "ა შეცვალო a-ით", ბ შეცვალო b-ით" და ა.შ.
ამ თემაში არის ლინკები, მასეთი საიტების და პროგრამების, რომლებსაც გადაჰყავს
acadnusx-დან დან sylfaen-ში გადაყვანა