ს.ნ. -ზე არაფერს ვამბობ მე ვიძახი დაპატჩულზე და კიდევ სხვა ალტერნატიული გზით გატეხილ ა.ვ. ისე კი ს.ნ. არ ისმის კეთილი ხმები

ა.ვ. პატჩი ან ტრიალ რესეტერი სახიფათოა ყოველთვის არა მარტო კასპერსკზე ყველა ა.ვ.
და საერთოდ ზოგადად ყოველგვარ "კრეკი" სახიფათოა თამაშები იქნება თუ პროგრამები, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მცირედ მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ (ა.ვ. -სგან განსხვავებით) იგივე "ფაირვოლის" გზით ვგულისხმობ, დაბლოკვას გამავალ და შემავალი პორტების-პროტოკოლების. ესეც თუ ონლაინში არ ვხმარობთ ამა თუ იმ პროგრამას და არ გვჭირდება ინტერნეტთან მისი დაკავშირება.
ასე რომ, აქედან გამომდინარე ა.ვ. ქონა კომპზე რომელიც თვითონ გატეხილია კრეკით თუ პატჩით უკიდურესად სახიფათოა. ისიც სახიფათოა თუ ეს ს.ნ. გატეხილი განახლებების ბაზიდან არის მაგრამ ეს არავინმა არ იცის ზუსტად.
ამიტომ ყოველთვის სხვის სისტემაზე ვაინსტალირებ უფასო ა.ვ. (AVG/AVAST!)
ან კიდევ იმის ძახილი პროგრამის თუ თამშის დაყენებისას, რომ "ა.ვ. გაუთიშეთო... ა.ვ. იტყუებაო" ეს არ არის სწორი მიდგომა.
ნუ გვგონია რომ თამაშების, პროგრამების და ა.შ. გამტეხველი პროგრამების (კრეკკების) გამკეთებლები კეთილი "ბიძიები" არიან.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას

საშუალება გეძლევათ ასი ათასობით მილიონობით კომპიუტერთან გქონდეთ შეუზღუდავი უფლებები, ამაზე უარს იტყოდით?

რა თქმა უნდა არა.
პ.ს. ბოლოს თუ გვინდა რომ დაცული ვიყოთ და მშვიდად ვიქონიოდ სისტემაში საიდუმლო-ფასიანი ინფორმაცია, მაშინ უნდა დავიწყოთ იქიდან რომ დავაყენოთ კომპიუტერზე ლიცენზირებული ო. სისტემა და შემდეგ ასევე ლიცენზირებული ა.ვ. ეს კი ძვირი სიამოვნება თუმცა ჩემი აზრით არც თუ ისეთი.