საბნეტინგზე მეც შეგაწევთ ერთი-ორ სიტყვას

პირველ რიგში, გეცოდინებათ, ტექნიკაში, კომპიუტერებში ქსელურ მოწყობილობებში ყველანაირი ბრძანება თუ მოქმედება ხდება ბინარულ ფორმატში, ანუ 0 და 1
სხვა ციფრი არ არსებობს ამ ფორმატში.
და ქსელის მისამართებიც გამოIთვლება და კომპიუტერი ანგარიშობს ორობითში.
მოკლედ, დღევანდელი იპ დამისამართება არის IPV4, 32 ბიტიანი. ანუ 4 ცალი 8 ბიტიანი კომბინაცია.
მაგალIთად 192.168.1.1
და თითოეული ბლოკი ჩაიწერება 8 ბიტში, ანუ 8 ცალი 1-იანი ან 0-იანი.
ანუ ერთი ბლოკის დიაპაზონი იქნება 00000000-დან 11111111-მდე
სწორედაც რომ 11111111=2^8 (2 ხარისხად 8)=256 ამიტომაა რომ ბლოკშI მისამართის მაქსიმალური მნიშვნელობა 255-ზე მეტი არ არის. ათობითში 0-დან 255-მდე.
ორობითის ათობითში გადაყვანა
მაგალითად გვაქვს რიცხვი 00101101
მარჯვნიდან რომ მოვყვეთ, პირველი ბიტი=2^0 მეორე 2^1 და ასე შემდეგ 2^7-მდე
ჰოდა ეს რიცხვი რო გადავიყვანოთ ათობითში, სადაც 1-იანები წერია, ის ხარისხები უნდა შევკრიბოთ, ანუ
2^0+2^2+2^3+2^5=1+4+8+32=45
თუ არ გჯერათ კალკულატორზე შეამოწმეთ

ათობითიდან ორობითში გადაყვანაც მსგავსია.
მაგალIთად გვაქვს რაიმე რიცხვი, 229.
ჩამოვწეროთ 2-ის ხარისხები რომლები მოთავსდება (ვიწყებთ დიდიდან)
2^7=128 მOთავსდება, ანუ ორობითის პირველი ციფრი 1-იანია.
ორობითის რიცხვი: 1........
დაგვრჩა 229-128=101
შემდეგი ხარისხია 2^6=64
101-ში 64 მოთავსდება, ამიტომ ვწერთ ეორე 1-იანს
რიცხვი 11......
101-64=37
შემდეგი ხარისხია 2^5=32
37-შიც მოთავსდება 32
რიცხვი 111.....
დარჩა 5
შემდეგი ხარისხია 2^4=16
5-ში 16 არ მოთავსდება, ამიტომ ვწერთ 0-ს
რიცხვი 1110....
5-ში არც 2^3 მოთავსდება
რიცხვი 11100...
შემდეგი 2^2=4
5-ში 4 მOთავსდება ამიტომ შემდეგს 1-იანს ვწერთ
რიცხვი 111001..
დარჩა 1
1-ში 2^1 არ მოთავსდება, იწერება 0
1110010.
და 1-ში მოთავსდება 2^0=1 ბოლოს ვუწერთ 1-ს
ანუ ათობითი რიცხვი 229= ორობითს 11100101
ჰოდა რამდენიმეს რომ გადაიყვანთ, მერე ესე ჩამოწერა აღარ დაგჭირდებათ, ზეპირადაც შეძლებთ გადაყვანას

ყველაზე Mთავარი რაცაა, 2^0-დან 2^7-მდე დაიმახსოვროთ ყველა ათობითი რიცხვი (ორის ხარისხები)
ესენია 1.2.4.8.16.32.64.128 და 2^8 უკვე 256
ეხლა შემდეგი

ერთ ლოკალურ ქსელში ყველა ჰოსტს ქსელის მისამართი ერთი უნდა ჰქონდეს, ხოლო ჰოსტებისა, ყველას განსხვავებული.
მაგალითად ომ გვაქვს ქსელი, 192.168.0.0 საბნეტ მასკით 255.255.255.0. ეს საბნეტ მასკა განსაზღვრავს, რომ 192.168.0.? ეს არის ქსელის მისამართი (ანუ ყველა ჰოსტს პირველი სამი ბლოკი ეს აქვს) და 0-დან 255-მდე კი ჰოსტებს ეკUთვნით.
რატომაა ეს ყველაფერი ესე და რატო მაინცდამაინც 255.255.255.0

რეალურად წეღანაც ხომ ვთქვი, ყველა ეს მოქმედება თუ დაანგარიშება ხდება ორობითში.
ეს მისამართიც 192.168.0.0 წარმოსდგება ორობიში
192=11000000
168=10101000
ანუ 11000000.10101000.0000000.0000000
რას განსაზღვრავს ეხლა საბნეტ მასკა.
საბნეტ მასკა გვიჩვენებს, რომ ერთ ქსელში მარცხნიდან რამდენი ბიტია ქსელის მსიამართი, ანუ ყველა ჰოსტს რომ ერთიდაიგივე ექნებათ და დანარჩენი რამდენია ჰოსტების.
ჩვენ შემთხვევაში თუ გვინდა /24-იანი ქსელი, მაშინ პირველი 24 ბიტი ანუ ზუსტად სამი ბლოკი არის ქსელის და დანარჩები 8 ბიტი ჰოსტებს ენიჭებათ.
საბნეტ მასკა გამოითვლება, რომელი ბიტიც ქსელისაა იქ ეწერება 1-იანი და რომელიც ჰოსტების, იქ 0-იანი
ანუ წეღანდელი მაგალითი რომ ავიღოთ
11000000.10101000.00000000.00000000 IP მისამართი
11111111.11111111.11111111.00000000 საბნეტ მასკა
ჰოდა ამ საბნეტ მასკას რომ გადავიყვანთ ათობითში მივიღებთ 255.255.255.0-ს
ამ დამისამართებაში ჰოსტებს შეგვიძლია მივანიჭოთ 256-2=254 IP მისამართი.
იმიტომ რომ 192.168.0.0 ეს ქსელის მისამართია თვითონ და ბოლო 192.168.0.255 კიდე ბროდქასთია (ამაზე მერე, თუ რას ნIშნავს ბროდქასთი)
უბრალოდ ასეთ ქსელში ამ ორ იპ-ს ჰოსტებს ვერ დავუნიშნავთ.
ჰოდა ვთქვათ გვაქვს ორგანისაზია სადაც 450 ჰოსტია და არ გვაკმაყოფილებს ეს 254 IP მსიამართი.
მაშინ ჩვენ შეგვიძლია ქსელის მისამართს წავართვათ 1 ბიტი და მივცეთ ჰოსტებს

ხო, მართლა ასეა

ჰოდა მაგ შემთხვევაში ეს ჩვენი ქსელის მისამართი იქნება
11000000.10101000.00000000.00000000 IP მისამართი
11111111.11111111.11111110.00000000 საბნეტ მასკა
ანუ მანამდე თუ ვატრიალებდით 00000000-ს 11111111-მდე და ვიღებდით 256 ვარიანტს, ახლა 0.00000000-ს 1.11111111-მდე და უკვე ვიღებთ 2^1*2^8-ზე ანუ 512-ს ამას მინუს 2 და გამოვა რომ ამ ქსელში შეგვიძლია გვყავდეს 512 ჰოსტი.
საბნეტ მასკა ამ შემთხვევაში იქნება 11111111.11111111.11111110.00000000 ეს რომ გადავიყვანოთ ათობითში 255.255.254.0
თუ კიდე მეტი მისამართები გვინდა ჰოსტებისთვის, მაგალითად 2500, მაშინ კიდევ მეტს ავიღებთ ქსელიდან.
მაგალIთად თუ გვინდა 2500 მისამართი ქსელისთვის.
2500 ჯდება 2^12-ში ანუ 4096-ში
ამ შემთხვევაში მარჯვნიდან 12 ბიტი იქნება ჰოსტების, ხოლომარცხნიდან 20 კი ქსელის.
ისევ ძველი მაგალითი.
11000000.10101000.00000000.00000000 IP მისამართი
11111111.11111111.11110000.00000000 საბნეტ მასკა
ანუ ქსელის მისამართი იქნება 11000000.10101000.0000 და დანარჩენი ჰოსტებს მიენიჭებათ.
0000.00000000-დან 1111.11111111
10-ობითში 192.168.0.0-დან 192.168.15.255-მდე
მასკა იქნება 11111111.11111111.11110000.00000000 რომ ათობითში გადავიყვანოთ, 255.255.240.0
არის კიდე საბნეტინგი, მაგას ცოტა მერე დავწერ

იგივე პონტია, უბრალოდ ახლა ჰოსტების ბიტებს სესხულობ და ქვექსელებს აკეთებ.
კიდევ ერთი მომენტი, გექნებათ გაგონილი, მაგალIთად ქსელი /24-იანიო
ეს ნიშნავს რომ პიმარცხნიდან 24 ბიტია ქსელის და მასკა იქნება 255.255.255.0
თუ არის /18-იანი ქსელი მაშინ პირველი 18 ბიტი იქნება ქსელის და ა.შ.
/18-იანის მასკა თქვენ თვითონ გამოთვალეთ

(whew)
საქმე არ მქონდა და მაგიტო ვწერე ამდენი, საღამოსკენ იმ საბნეტინგსაც მოგიყვებით ერთი-ორი სიტყვით
This post has been edited by di_onise on 13 Dec 2010, 11:47