მცირედი მიმოხილვა:
რეესტრი:რა არის რეესტრი?სისტემური რეესტრი ეს არის - მონაცემთა ბაზა, რომელიც ინახავს 32 ბიტიანი Windows-ის პარამეტრებს. ამ სისტემას იყენებს Microsoft Windows 95, 98 , ME, NT, 2000, XP, 2003. რეესტრი შეიცავს ყველა აპარატურისა და პროგრამის პარამეტრებს, ასევე მომხმარებლების პარამეტრებს, და სხვადასხვა ვერსიებში კომპიუტერის ამა თუ იმ თვისებებს. ყოველთვის როდესაც მომხმარებელი აკეთებს პარამეტრების ცვლილებებს Control Panel-ში, ან ფაილების ასოციაციაში, სისტემურ თვისებებში ან დაყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, ცვლილებები აისახება და შეინახება სისტემურ რეესტრში. ყოველი ჩატვირთვისას ოპერაციული სისტემა კითხულობს ამ მონაცემთა ბაზას და იგებს თუ როგორ უნდა იმუშაოს და რა მოეთხოვება.
სად იმყოფება რეესტრი?ფიზიკური ფაილები რომლებშიც ინახება სისტემური რეესტრი, განსხვავდებიან და დამოკიდებულია იმაზე თუ რა სისტემას იყენებთ; Windows 95, 98 და ME-ში ისინი ინახებიან WIndows-ის ძირეულ პაპკაში და ჰქვიათ შემდეგი სახელები USER.DAT და SYSTEM.DAT, ამასობაში ყველა NT-ს მქონე ბირთვიან Windows-ში რეესტრი ინახება მისამართზე "Windows/System32/Config" და აქ რეესტრი მხოლოდ ორი ფაილით არ განისაზღვრება.
როგორ შეიძლება გავუკეთოთ რედაქტირება რეესტრს?სისტემური რეესტრის რედაქტორად გამოიყენება პროგრამა REGEDIT.E X E იგი თან მოყვება ყველა Windows-ის ვერსიას, თუმცა გარანტიას გაძლევთ ვერ ნახავთ სტანდარტული მეთოდებით ანუ იმ მენიუში, რომელიც იხსნება ღილაკ Start-ზე დაჭერით. ეს პროგრამა იძლევა რედაქტირების და ძიების საშუალებას, შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილება რეესტრში წაშლის ან ჩამატების სახით, ან მოდიფიცირების სახით. რედაქტორის გაშვების რამოდენიმე გზა არსებობს ყველაზე მარტივია Start-> Run და აკრიფეთ REGEDIT ამის შემდეგ გაიხსნება სისტემური რეესტრის რედაქტორი.

სევენზე უბრალოდ სტარტში, საძიებო ველში ჩაწერეთ REGEDIT და ენთერი
Regedit-ის გამოყენება როგორც კი პროგრამა Regedit-ი გაიხსნება მაშინვე დაინახავთ, რომ მარცხენა მხარე წააგავს ხისებრ სტრუქტურას, მარჯვენა მხარეს კი გაქვთ ამორჩეული ნაწილის დეტალები.

რეგედითი შედგება შემდეგი ძირითადი განყოფილებებისაგან
1.HKEY_CLASSES_ROOT
2.HKEY_CURRENT_USER
3.HKEY_LOCAL_MACHINE
4.HKEY_USERS
5.HKEY_CURRENT_CONFIG
1.HKEY_CLASSES_ROOT გასაღების პირველი ნაწილი მთელ რიგ ქვეგასაღებს შეიცავს, რომელიც პასუხს აგებს ფაილების გაფართოებებზე (.bmp და .txt ტიპის). ანუ აქ არის ჩამოთვლილი ყველა ის გაფართოება რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს გამოყენებული, მთელი ინფორმაცია ფაილების ტიპების შესახებ.
2.HKEY_CURRENT_USER და
4.HKEY_USERS ეს ორი ტოტი აგებს პასუხს მომხმარებელზე, ანუ მიმდინარე მომხმარებელზე და ყველა მომხმარებელზე
(HKEY_USERS არის ტოტი რომელიც პასუხს აგებს ყველა მომხმარებელზე
HKEY_CURRENT_USER ეს არის მიმდინარე მომხმარებელი, ანუ ის კონფიგურაციები და ის თვისებები რაც აქვს კონკრეტულ მომხმარებელს.)
3.HKEY_LOCAL_MACHINE არის მთლიანად მანქანისთვის კონფიგურაცია
5.HKEY_CURRENT_CONFIG არის მიმდინარე კონფიგურაცია
პ.ს. ნაწილი ინფორმაცია არის დამატებული ჩემს მიერ ნაწილი არა

დანარჩენი ვიკიპედიაზე წიკითხეთ