თუ ფორმატის
შეცვლა გინდა, ან რამის ჩამატება, არ გამოვა სწრაფად.
ფორმატსაც გააჩნია.
MP4 არის კონტეინერი.
შიდა ვიდეონაკადი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ამის მიხედვით - ბევრი ვარიანტია, რა პროგრამა იმუშავებს ვიდეოსთან. ზოგი ნაკადზე/კოდეკზეა ორიენტირებული, ზოგი - კონტეინერზეც. ამიტომ, ახლა რა ფორმატია (ფაილის გარე გაფართოება) და რა კოდეკითაა კოდირებული, მნიშვნელობა აქვს.
ვიდეონაკადის კონვერტაციისას კადრების მასივის პირდაპირი კოპირება - სწრაფად და უცვლელად - არ გამოვა.
თუ ვიდეო უკვე mp4-ია, სწრაფად და უცვლელად დაჩეხვა შეიძლება მარტივად გამოვიდეს, მაგრამ არა რაიმეს ჩამატებისას, რამდენადაც ვიცი. ჯპეგ-სურათის შემთხვევაში, მაგალითად, არის პროგრამები, რომლებიც მარტო მონიშნულ არეალს ცვლიან, სადაც რამე ოპერაცია ტარდება, დანარჩენის ხარისხი კი უცვლელი რჩება. ვიდეოს შემთხვევაში კი რანაირად გამოვა ორიგინალის შენარჩუნება, როცა სადღაც რომელიღაც კადრს ცვლი? თუ უბრალოდ დაჭრაა საჭირო უდანაკარგოდ, უამრავი პროგრამაა, - მარტო მოჭრილი მონაკვეთის საწყის და ბოლო ფრეიმებს შეცვლიან, დანარჩენი უცვლელი რჩება, მაგრამ ჩამატებისას - არ გამოვა (ოღონდ ვეგასის სპეცებმაც თქვან. მე მასთან მხოლოდ ზედაპირული შეხება მქონია).
მაშინ საჭიროა (ძალიან პრიმიტიულად თუ ვცდით): ვეგასში ან სხვა პროგრამაში დაიჭრას ვიდეო უდანაკარგოდ, როგორც გვინდა, მათ შორის იმ ადგილას, სადაც სურათი უნდა დაედოს, იქაც ჩაიჭრას. გვექნება, ვთქვათ, ორი ვიდეო, თავ-ბოლოში ოდნავ შეცვლილი, დანარჩენი კი უცვლელი, და ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მცირე დროში და lossless ხარისხით. შემდეგ დაედოს სურათი პირველი მონაკვეთის ბოლოს ან მეორის დასაწყისში; და შემდეგ ეს ორი ვიდეო შეერთდეს ასევე უდანაკარგოდ (შეიცვლება მხოლოდ პირველი და ბოლო ფრეიმები). ეს ჯამში წუთების საქმე იქნება, მაგრამ რამდენად სწორად გამოვა გადაბმის ადგილას ლოგოს ჩასმა, რა გარანტიაა (mpeg-1,2, მაგალითად, იჭრება ზუსტად კონკრეტულ კადრზე, და არამარტო კეი-ფრეიმზე, როგორც სხვა ფორმატები. სადაც მარტო ფრეიმის საწყის კადრზე იჭრება, იქ ზუსტად ჩაჭრა, რამის დადება და მსგავსი, როგორც წესი, არ გამოდის: იჭრება მაინც საწყის კადრზე, ან საწინააღმდეგო შემთხვევაში პროგრამა უარს ამბობს მუშაობაზე).
სურათი რომ კარგად დაედოს, მაშინ მე ამოვჭრიდი შესაბამის 1-2-3-წუთიან მონაკვეთს კიდევ ცალკე, სადაც საჭიროა ლოგო, იქ დავადებდი სურათს, და შემდეგ ამ პატარა ვიდეოს (არა ორიგინალის ხარისხით სურათის მონაკვეთში, მაგრამ კარგად დადებული სურათით) შევაერთებდი სხვა მონაკვეთებთან, სადაც ყველაფერი უცვლელად იქნება. აქაც - სურათი იქნება სუფთად, მაგრამ მონაკვეთების გადაბმის ადგილებში ზუსტად ჩაჭრა-შეერთება გარანტირებული არაა.