ყველა პროგრამა არ აკეთებს უდანაკარგოდ (
Accident-მა რაც მიუთითა, მე არ მაქვს ნანახი და მათ არ ვგულისხმობ, ფრიმეიკის პროგრამა იმიტომ არ მაქვს, რომ ფრეიმვორკი არ მიყენია, ეზვიდს კი მესამე სერვის-პაკი უნდა

), ანუ ისე, რომ მარტო პირველი და ბოლო ფრეიმის კადრები შეიცვალოს და დანარჩენი ფრეიმები, მათ შორის რაცაა, უცვლელად გადავიდეს ახალ ვიდეოში.
პრინციპში, ახლა ბევრი (მაგალითად, Ultra Video Splitter და Joiner და სხვები) ჭრის და აერთებს უდანაკარგოდ (lossless რედაქტირება), მაგრამ კიდევ ერთი მომენტია: მეტ წილ ფორმატზე, გარდა mpg / mpeg-ისა, დაჭრა-ამოჭრა ხდება ფრეიმის საწყისი კადრის მიხედვით. ანუ, ფრეიმში, ვთქვათ, 24 კადრია. ოპერაციის შემდეგ ამოიჭრება არა ამ ფრეიმის მე-5, ან მე-17 და ა. შ. კადრიდან, არამედ პირველი კადრიდან.
შესაბამისად, ჩაჭრის ადგილი ყოველთვის არ ხვდება იქ, სადაც გვინდოდა. შედეგად ან გაელვებასავით დარჩება არასასურველი კადრი, ან იძულებული ვიქნებით, ჩავჭრათ მომდევნო ფრეიმის საწყის კადრზე, მაგრამ ამას თან გაჰყვება სასურველი კადრების ნაწილიც. ან უნდა გადავიყვანოთ სხვა ფორმატში, თუნდაც იგივე MPG-ში, რომ იქ მოხდეს ზუსტად საჭირო კადრზე მოჭრა. მაგრამ კონვერტირებული ვიდეო აღარაა ორიგინალი, ის ისევე განსხვავდება ორიგინალისგან, როგორც რედაქტირებული JPG სურათი თავდაპირველისაგან. თან mpg-შიც ყოველთვის არ ხერხდება იოლად ზუსტად ჭრა, ეს დაკავშირებულია ინდექსაციასთან და იმასთან, რომ ვიდეოს ზომა ყოველთვის არ ემთხვევა ამ ფორმატის სტანდარტს.
მაგრამ არის ერთი პროგრამა, რომელიც აკეთებს ზუსტ ჩაჭრას მითითებულ კადრზე ბევრი პოპულარული ფორმატისთვის - SolveigMM Video Splitter. კონკრეტულად, MPEG-2-ის გარდა - ASF, WMV, MKV, MOV, WEBM, და ინტერნეტ-ვიდეოს ძირითადი ფორმატები: MP4 და AVC/H264 (ჩათვალეთ, იგივე FLV). რაც შეეხება AVI კონტეინერს, აქ,სამწუხაროდ, კვლავაც K-frame (GOP) სიზუსტითაა რედაქტირება, ანუ მხოლოდ ძირითადი კადრის მიხედვით.
კიდევ ერთი პლიუსია მრავალი ადგილის მონიშვნის და შემდეგ სამუშაოს ერთ ჯერზე გაშვების შესაძლებლობა.
საინსტალაციო: ვერსია 3.6.1301.16 -
http://www.solveigmm.com/download/SolveigM...eo_Splitter.###ლიცენზია ამ ვერსიისთვის:
თუ ჩვეულებრივ ინსტალაციას ავირჩევთ - 569D0D1C207705617E5B4B334E055EE5
თუ პორტეიბლ ვერსიას - 2A661CC7CF9886D03481A152908A8BD1
This post has been edited by ErK on 30 Jan 2013, 03:37