კი:
http://turbobit.net/0fopqv2zwdxj.htmlოღონდ. აქ არაა სერიალი, არის პატჩერი. ანტივირუსების 60 % თვლის, რომ ის ვირუსია, იმიტომ, რომ "შეფუთულია" მათთვის უცნობი პაკერით. ორი ანტივირუსი, რომლებსაც ეს საქმე ყველაზე უკეთ აქვს დაყენებული (კასპერსკი და დოქტორ ვები), პატჩერში ვირუსს ვერ ხედავს. მე გავუშვი, გამორთული ანტივირუსით და სხვა საშუალებებით დაკვირვების ქვეშ, და ტრაგედია არ მომხდარა. პატჩერი ცვლის რამდენიმე ბაიტს მთავარ პროგრამულ ფაილში. ყოველი შემთხვევისათვის შეიძლება ონლაინ-სანდბოქსში შემოწმებაც, რა მოქმედებას ატარებს ის სისტემაში.
სისტემაში მოქმედებები ტარდება,
ოღონდ თავად პროგრამის, და არა პატჩერის მიერ. ჯერ ერთი, პროგრამა ცდილობს, ჩაწეროს თავისი თავი ტასკ-შედულერში, რომ წმენდა ჩაატაროს განრიგით. მხოლოდ ამის შემდეგ კითხულობს, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება ჩემს სისტემაში, სადაც ეს სერვისი გაუქმებული მაქვს. თავისთავად, ცდილობს, ჩაეწეროს აუტორანში. ცდილობს გაძვრეს თავის საიტზე და გადმოიწეროს რაღაცა ფაილი. ცდილობს, გახსნას დისკი დაბალ დონეზე ოპერირებისათვის.
მე კიდევ შევხედავ, ნორმალურად ახდენს თუ არა ის შეცდომების სკანირებას. თუ კი, დავტოვებ (რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხრიკის მუდმივი აკრძალვით), თუ არადა - ნაგვის ყუთი დიდია,

ხოლო ნორმალური პროგრამები საკმაოდ მოიპოვება. თუნდაც - jv16. მაგრამ პირველი წესია, არცერთ პროგრამას არ ანდო საკუთარი სისტემა ავტომატური ოპტიმიზაციისათვის.

________________________
P.S. ტასკ შედულერი და აუტორანი აღარ განმეორებულა, რაკი მიცემული პარამეტრი დაიმახსოვრა. საიტის დაბლოკვა ფაიერვოლით საჭიროა. დისკის დაბალ დონეზე მიმართვა ალბათ საჭიროა რეესტრის სარეზერვო ასლის შესაქმნელად, რომ უშუალოდ მიმართოს რეესტრის ფაილებს.
თავად პროგრამას არა უშავს, ისე რა. თან ცნობილი საიტიდანაა. მაგრამ ინტერფეისი, რომლის გადიდების საშუალება არაა, მას გამოუყენებელს ხდის ჩემთვის, რადგან მე ასეთ ლოგებს ყოველთვის ვათვალიერებ, რომ პროგრამამ შეცდომით რამე საჭირო არ წაშალოს, ხოლო ამ რეჟიმში დათვალიერება მოუხერხებელია. კოლექციაში - კი, შევინახავ.
This post has been edited by ErK on 23 Jan 2012, 05:41