მე მგონი, რაღაცას არასწორად აკეთებ.
მოკლედ, თუ გაქვს ტექსტი აკადნუსხურით (რაც სინამდვილეში კომპიუტერისთვის არის ლათინური შრიფტი) და გინდა გადაიყვანო სილფაენში (ანუ მართლაც ქართულ უნიკოდ შრიფტზე), Replace-დიალოგს უნდა ჰქონდეს ასეთი სახე:

ყურადღება მიაქციე, რომ Find what-ში წერია ლათინური "a", Replace with-ში - ქართული უნიკოდი "ა", და ქვემოთ ჩართულია ოფცია Match case (ისეთი ასოებისთვის, რომლებსაც შიფტი სჭირდება - ს-შ, რ-ღ, ზ-ძ, ჯ-ჟ, წ-ჭ, ც-ჩ).
და ეს უნდა გააკეთო ყველა ასოსთვის, ანუ 33-ჯერ. თუ სამხაზიანი ტექსტია, მაშინ ჯობია ყოველგვარი Replace-ს გარეშე თავიდან აკრიფო ტექსტი, მაგრამ რაც უფრო დიდია დოკუმენტი, მით უფრო დააფასებ ამ მეთოდს. თან დოკუმენტის საწყისი ფორმატირება (ცხრილები, მინდვრები...) ხელუხლებელი რჩება.
This post has been edited by Niefer2 on 25 Feb 2011, 08:16