როგორც იქნა, გამოვიდა Microsoft Office 2010-ის საბოლოო ვერსია (14.0.4763.1000).

Microsoft Office 2010 (კოდური სახელწოდებით Office 14) არის Microsoft Office 2007-ის განახლებული ვერსია. მისი გაშვება შესაძლებელია როგორც Windows XP SP3-ზე, ასევე Windows Vista SP1-სა და Windows 7-ზე. პირველად ოფისის ისტორიაში, გაკეთდა ცალკე 64 ბიტიანი ოფისი, მაგრამ მხოლოდ Windows Vista SP1, Windows Server 2008 SP1, Windows 7 და Windows Server 2008 R2-სთვის. 64 ბიტიან Windows XP Professional-ზე არ ირთვება არც 32 და არც 64 ბიტიანი Microsoft Office 2010.

Office 2010 დებიუტია Word-ის, Excel-ის, PowerPoint-ს დაOneNote-ის ონლაინ ვერსიების, რომლებიც იმუშავებენ პოპულარულ ვებ ბრაუზერებში (Internet Explorer, Mozilla Firefox, Google Chrome და Apple Safari). Office Starter 2010 ჩაენაცვლება მიმდინარე low-end პროგრამას, Microsoft Works-ს.

2007 წელს, Microsoft Office 2007-ის (კოდური სახელწოდება Office 12) გამოსვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა ახალ ოფისზე. 13, როგორც ვერსიის ნომერი, გამოტოვეს რიცხვ 13-სადმი ანტიპათიის გამო. ახალი ოფისი უნდა ყოფილიყო მზად 2009 წლის პირველ ნახევარში, თუმცა სტივ ბალმერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ Office 14 გაიყიდებოდა 2010-დან.

2009 წლის 10 იანვარს, ოფის 2010-ის პირველი სქრონშოთები განთავსდა ინტერნეტში, რომელიც ჯერ კიდევ ალფა სტადიაში იყო.

2009 წლის ივლისში მაიკროსოფტმა გადაუგზავნა ტესტერებეს პირველი ბეტა, 4417 ვერსია, რომელიც ძალიან მალე დაიდო ტორენტ საიტებზე. 2009 წლის ნოემბერში პირველი ოფიციალური ბეტა ვერსია ხელმისაწვდომი გახდა TechNet-ის, MSDN-ის და Microsoft Connect-ის ტესტერებისთვის. ოფის 2010 ბეტა ვერსია არის სრულიად ფუნქციონალური, რომელიც იმუშავებს 2010 წლის 31 ოქტომბრამდე.

2010 წლის 5 თებერვალს ოფიციალური RC ვერსია გადაეგზავნათ Connect-ის და MSDN-ის ტესტერებს (4734.1000). 15 აპრილს კი გაკეთდა RTM ვერსიის ანონსი, რომელსაც ექნებოდა საუბრის ტექსტად შეტანის ტექნოლოგია OneNote-ში, PowerPoint-ში, Outlook-ში და Word-ში.
ოფიციალურად, ოფის 2010 ორგანიზაციებისთვის გამოვიდა 12 მაისს, ხოლო მაღაზიებში გაიყიდება 15 ივნისიდან.
რაც შეეხება წინა ვერსიისგან ძირითად განსხვავებებს:Office 2010 არის უფრო მომხმარებელზე მორგებული, ვიდრე წინა ვერსიები. ახალ პროდუქტში გაუმჯობესებული და დამატებულია OOXML და ODF ფაილური ფორმატების მხარდაჭერა. ახალი ფუნქციებიდან გამოსარჩევია ჩაშენებული ეკრანის სურათის გადასაღები, ფონის მოშორების, დოკუმენტის დაცვის, ახალი SmartArt template-ების და საავტორო უფლებების დაცვის ფუნქციები. 2007 წლის ვერსიის 'ოფისის ღილაკი' შეიცვალა მენიუს ღილაკით, რომლითაც იშლება დიდი ფაილური მენიუ (Backstage View). მისი საშუალებით ადვილია Print და Sharing ბრძანებების გამოძახება. შეცვლილი Ribbon იტერფეისი ხელმისაწვდომი იქნება Outlook-ში, Visio-ში, OneNote-ში, Project-ში და Publisher-ში. ოფის 2010-ს ექნება ფუნქციონალური სიები Windows 7-ში, საიდანაც ადვილად გამოვიძახებთ ადრე გახსნილ დოკუმენტებს.
რამოდენიმე ახალი და გაუმჯობესებული ფუნქცია:- Ribbon ინტერფეისი და Backstage View ოფისის ყველა პროგრამაში
- ფონის მოშორების ფუნქცია
- წერილების სტილები
- Word 2007-ის Equation editor ხელმისაწვდომი იქნება ყველა პროგრამაში
- ახალი SmartArt template-ები
- ტექსტის და სურათების რედაქტირების ახალი ეფექტები
- ეკრანისთვის სურათის გადაღების და რედაქტირების ფუნქცია
- Live რეჟიმში სამუშაო ფუქნცია
- ახალი ანიმაციები Powerpoint-ში
Microsoft-ს დაგეგმილი აქვს ოფისის უფასო ინტერნეტ ვერსიის შემოთავაზება (Office Web Apps). Office Web Apps-ში იქნება Word, Excel, PowerPoint და OneNote. ინტერნეტ პროგრამებით მომხმარებელს საშუალება ექნება გაუზიაროს სხვა მომხმარებლებს დოკუმენტები და იმუშავონ ერთდროულად.
Office 2010-ის შემადგენლობა:- Microsoft Access 2010
- Microsoft Excel 2010
- Microsoft InfoPath 2010
- Microsoft OneNote 2010
- Microsoft Outlook 2010
- Microsoft PowerPoint 2010
- Microsoft Publisher 2010
- Microsoft Office Communicator 2010
- Microsoft SharePoint Workspace 2010
- Microsoft SharePoint Designer 2010
- Microsoft Word 2010
- Microsoft Visio 2010
- Microsoft Project 2010
ძირითადი განსხვებები ოფისის სხვადასხვა ვერსიას შორის:
გადმოსაწერი ლინკები:http://forum.warez.ge/showthread.php?p=140302 (ინგლისური და რუსული, 32 და 64 ბიტიანი ვერსიები ლოკალური სერვერზე)
http://www.demonoid.com/files/details/2216506/4651332/ (ინგლისური ვერსია, 64 ბიტიანი, უცხოური სერვერი)
აქტივატორი:http://www.bin.ge/file/148099/MiniKMS-Acti...0-Beta.###.html This post has been edited by TAZ on 15 Aug 2010, 11:46