http://allshares.ge/download.php?id=3482B1A060გადმოსაწერი ლინკი.
ამ პროგრამით windows-ს ჩასაწერად დამატებით გვჭირდება daemon tools. შეიძლება ვინმეს დაებადოს კითხვა რად გვინდა მეორე,მესამე და მეშვიდე პროგრამა, ზედა შემთხვევებში მარტო ერთი თუ ყოფნიდა, იმგენით ჩავწეროთო. ჩაწერეთ ბატონო.
ამ პროგრამის პლიუსი ის არის, რომ ადვილი გასაკეთებელია multi boot ფლეშკა, ანუ რამდენიმე ოპერაციული ერთად. მე პირადად მაქვს XP და 7 ერთ ფლეშკაზე.
უმჯობესია ჩვენით დავაფორმატოთ ფლეშკა თავიდანვე, ზედმეტ პარამატრებში რო არ ვიქექოთ და ვაყენოთ რაღაცები და გავართულოთ პროცესი.
ნაბიჯი 1-ლი: „ვამაუნთებთ“ (ქართული შესატყვისი არ ვიცი ამ ტერმინის) ჩვენ .iso ფაილს daemon tools-ით.
ნაბიჯი მე-2: ვხსნით WinSetupFromUSB-ს და პირველ გრაფაში ვამოწმებთ თუ გვაჩვენებს ფლეშკას, თუ არ ჩანს, ვაჭერთ refresh-ს და მერე უნდა გამოჩნდეს. (თუ არ გამოჩნდა, შევხედოთ კომპიუტერს, საერთოდ თუა მიერთებული ფლეშკა)
ნაბიჯი მე-3: Add to USB disk: ჩამონათვალში, ვირჩევთ მეორეს, სადაც წერია „Vista / 7 / Server 2008 – Setup/PE/RecoveryISO“ და ვუსვავთ წინ თოლიას. შემდეგ გააქტიურდება ამავე გრაფის ბოლოს პატარა ოთხკუთხედი ღილაკი, რომელიც არის “Browse”, ვაჭერთ მას და ვირჩევთ ჩვენ „დამაუნთებულ“ .iso ფაილს.
ნაბიჯი მე-4: ვპოულობთ ქვემოთ ღილაკს GO და ვაწვებით მას. როცა შეივსება დაწერს Job done და ფლეშკა მზადაა გამოსაყენებლად.
შენიშვნა: ეს პროგრამა სულ ოდნავ მეტ ცოდნას მოითხოვს, წინებთან შედარებით, და ვინც პირველად აკეთებს, უმჯობესი იქნება, ამით ნუ დაიწყებს ექსპერიმენტებს და მე ნუ დამაბრალებთ თუ არ გამოვა, ახლავე ვამბობ თქვენ გეშლებათ რაღაცა. მეორეც, როცა დავაჭერთ GO-ს თავიდან თითქოს გაეჭედება და არ პასუხობს ბრძანებებს და არ გაგიკვირდეთ, მოვა ცოტა ხანში და გააგრძელებს და მორჩება პატიოსნად, თუ ხელს არ შევუშლით.
ამ პროგრამით ანალოგიურად ხდება ფლეშკაზე XP-ს ჩაწერაც, ლოგიკურია სხვაობა იქნება ის,რომ „დავამაუნთებთ“ XP-ს iso იმიჯს და პროგრამას როცა გავხსნით, თოლიას უკვე პირველ გრაფაში ვსვავთ, სადაც Windows 2000/XP/2003 Setup წერია და “Browse” ღილაკით დამაუნთებულ XP-ს ვნახულობთ და მერე GO. ანალოგიურად, დავაცდით თუ გაეჭედებასავით, გააგრძელებს თავისით, ბოლოს დაწერს Job done.
ახლა რაც შეეხება multi boot-ს
როგორც უკვე ვთქვი ზემოთ, ამასაც ვაკეთებთ WinSetupFromUSB-ით. შესაძლებელია ერთ ფლეშკაზე ჩავწეროთ XP,7,Live CD და ა.შ. ოღონ ერთი მომენტია აქ, ჯობია ოპერაციულები ჩავწეროთ ჯერ და როცა მორჩება ჩაწერას მერე თავიდან დავიწყოთ (ფლეშკის დაუფორმატებლად, რა თქმა უნდა

) და მერე ჩავაწერინოთ Live CD.
ეს იმიტომ,რომ ყველაფერს ერთად როცა ვწერდი XP,7 და hiren-ს, სამივეს ერთად, მერე რომელიღაცა არ იტვირთებოდა და ბლომად თავი ვიმტვრიე ამაზე, მერე koshogio-მ გააკეთა ცალცალკე და კი მუშაობს ასე ჩაწერილი. მოკლედ, ჯერ ვწერთ ოპერაციულებს (XP,7 ან სხვა რომელიც გვინდა ზემოთ დაწერილი პრინციპით,გინდ ერთად გინდ მორიგეობით) და მერე თავიდან ვხსნით და ვწერთ სასურველ Live CD-ს. ამ უკანასკნელის ჩაწერას არ სჭირდება daemon tools, თოლიას როცა ჩავსვამთ Browse-ით პირდაპირ .iso ფაილს ავირჩევთ და GO.
Hirens boot CD-ს ჩაწერისას თოლია უნდა ჩავსვათ ბოლოდან მეორე გრაფაში, რომელსაც აწერია “PartedMagic/...ა.შ…/Other G4 comp. ISO”
(ან მარტივად, ჩავაგდოთ პირდაპირ .iso ფაილი, თუმცა არ მახსოვს ასე გაკეთების დროს ხელით უნდა თუ არა რედაქტირება menu.lst-ს, ბევრი გაწერილია, მაგრამ, მაგალითად, რესტარტი და გათიშვა გასაწერია. თუ ხელით გაწერა არ იცით და გარისკვა არ გინდათ, გააკეთეთ როგორც წესია)
http://www.youtube.com/watch?v=ADW08cXUnP0&feature=youtu.be ესეც ვიდეო
P.S. 7-ის ჩაწერა კიდე შეიძლება ფლეშკაზე .iso ფაილის პირდაპირ ამოარქივებით. მაგრამ რაღაცა არ მომეწონა ასე გაკეთებულის პირველად როცა გავაკეთე და არ ვიყენებ.
ვისაც რომელი ხერხი მოეწონება და ეადვილება ის ხერხი გამოიყენოს. ან თუ კიდე რამე კაი ხერხია, თუ უნდა მიაწეროს ისიც