7 მორგებული იყო PC და mouse-ზე
WIN8 კი ოპტიმიზებულია ტაბლეტებისთვის (სენსორული ეკრანისთვის).
start menu -ს ნაცვლად, დამატებული აქვს ცალკე გარემო, ე.წ. მეტრო ინტერფეისი, რომელიც მთლიანად touch-ისთვისაა განკუთვნილი და ძველი start-ის სტანდარტული ფუნქციების გამოყენების გარდა, მასში შესაძლებელია დაბალი წარმადობის, მობილური ტიპის აპლიკაციების დაყენება (რომლებიც უფრო gadget -ების შემცვლელად მოიაზრება)
უმეტესი მეტრო აპლიკაციების გამოსაყენებლად ან ახლის დასაყენებლად, საჭიროა microsoft -ის account. (დაწვრილებით პირველ გვერდზე წერია)
start menu -სთან და gadget -ებთან ერთად, ამოღებულია გამჭვირვალე Aero ეფექტი (რომელსაც პრობლემები ჰქონდა თამაშებთან და წარმადობასთან) და ოდნავ შემცირებულია ოპერატიულის მოხმარება.
ამასთან, desktop -ის ნაწილში, შედარებით გამარტივებულია ნავიგაცია, (თითებისთვის), ანუ ნაკლებად გჭირდება კონტექსტური მენიუ (მაუსის მარჯვენა კლიკი)
და დამატებული და გაუმჯობესებული აქვს გარკვეული ფუნქციები
მაგ: ISO ფაილის დამაუნთება, copy-paste დაპაუზება, ეკრანის სურათის გადაღება, მრავალფუნქციური task manager, ჩაშენებული ვირტუალიზაცია და ა.შ.
ინტეგრირებულია Microsoft Security Essentials ანტივირუსიც (Windows Defender-ის სახით)
აღსანიშნავია Fast Boot (ნაწილობრივ hibernate),
რაც საგრძნობლად ამცირებს Windows -ის ჩართვა-გამორთვის დროს
ასევე, შესაბამისი აპარატურისთვის, გაუმჯობესებულია Video/Audio დამუშავება
http://msdn.microsoft.com/en-us/library/wi...v=vs.85%29.aspxhttp://www.overclock.net/t/1327594/windows...ke-old-times-xpსაქართველოსთვის ისაა სიახლე, რომ ქართული დამატებულია Segoe ფონტში და ინტერფეისისთვის აღარ გამოიყენება წვრილი sylfaen
ენებში კი ძველქართული კლავიატურაც მიამატეს
This post has been edited by Accident on 13 Apr 2013, 23:05