დახმარება მინდა დაგუგლვაში

მოკლედ რაშია საქმე, მაქვს ლეპტოპი, HP 635, მიყენია Win 8 Pro 32bit
ჩემი პრობლემა ეხება თაჩფედს.
თაჩფედი არის მულტითაჩი. Two finger scroll, three finger flick, pinch zoom ყველაფერი მუშაობს გადასარევად.
ერთადერთი Two finger tap right click ანუ ორი თითით რო კონტექსტური მენიუ გაიხსნას ეგ არ მუშაობს.
არც დავიწყებდი ძებნას რომ არა სამი რამე:
1) მაგრად მოსახერხებელია
2) ცალკეული პროგრამების დახმარებით კეთდება, მაგრამ არ მინდა, მინდა დრაივერს ვუშველო
3) კომპის ჩართვიდან სადღაც 3-4 წამში სადაც კი მოვსწრებ ორი თითით დატყაპუნებას თაჩფედზე მუშაობს ეგ კონტექსტური მენიუს გახსნის ფუნქცია.
ანუ აქვს აშკარად.
მაგრამ გავა ეგ 3-4 წამი და ითიშება.
აშკარად აკლია რაღაც.
სავარაუდოდ რეგისტრში.
არის რაღაც სადღაც სტრინგები 2FingerTapAction, 2FingerTapPluginID თურაღაცეგეთები (ზუსტად არ ამომიკოპირებია სახელები)
ჰოდა ჩემი ჭკუით მანდაა შესაცვლელ-ჩასაცვლელი რაღაც, არადა არ ვიცი რა.
ჰოდა ვეძებ უკვე რამდენიმე დღეა და ვერსად ვნახე.
ჰოდა დაგუგლვაში მინდა დახმარება.
თაჩფედის დრაივერის განახლება არაა საჭირო, სინაპტიკსის საიტზე რაც დევს ბოლო 16.2.21 მიყენია
სადღაც დაიდო უფრო ახალი 16.3 (სავარაუდოდ ბეტა, იმიტო რო ოფიციალურ საიტზე არ დევს ჯერ) მაგრამ იმანაც იგივე ქნა.
თავიდან ის ერთი-ორი წამი იყო და მერე იმასაც გაუქრა ეგ ფუნქცია.
თან მაგ 16.3-ს ბაგები ქონდა და მოკლედ ახლა ვარ ბოლო სტაბილურ დრაივერზე.
განახლება არაა პრობლემა, იმენა ჩამატება, ჩასწორება უნდა და მიშველეთ რა