ყველას თავისი ფილოსოფია აქვს, ვერ გაამტყუნებ
საერთოდ, არ მგონია ვირუსი შვებოდეს მასე (თუმცა გამორიცხული არ არის), IP კონფიგურაცია აქვს არეული სადღაც.
თუ არ დაგინებებია თავი, ეს გაუკეთე:
1. როუტერი ჩამოაყრევინე საწყისზე მისი ოპციებიდან (წესით ამის ბრალი უნდა იყოს).
2. ფაიერვოლი ჩართე როგორც იყო რეკომენდებული სეტინგით.
3. დაუხურე ყველა პროგრამა ტოსკიდან, სკაიპი ან სხვა რამე თუ აქვს.
4. გაუსუფთავე %temp% და ნარჩენები Ccleaner-ით და disk cleanup-ით.
5. Local Area Connections>properties>internet protocol version 4>კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ ავტომატურზეა IP-ს და DNS-ის მიღება.
6. შემდეგ გააკეთე IP-ს ჩამოყრა (თუ გაკეთებული გაქვს, კიდევ გააკეთე): cmd (run as administrator), ჩაწერე netsh int ip reset და დააწექი enter-ს.
7. ისევ cmd (run as administrator), ჩაწერე ipconfig/flushdns და დააწექი enter-ს.
8. შედი device manager-ში და ნახე ყვითელი ნიშანი ხომ არ უსვია რომელიმე დრაივერს. თუ უსვია-გაარკვიე რისია და თუ ნეტვორკისაა, მაშინ გადმოუწერე თავისი დრაივერი დედაპლატის საიტიდან ან უბრალოდ rollback გაუკეთე, ძველიც იმუშავებს კარგად.
9. Local area connections-ში გაუთიშე ipv6.
10. გადატვირთე კომპი.
11. გადმოწერე firefox portable აქედან:
http://portableapps.com/apps/internet/firefox_portable და შედი რამდენიმე უცხოურ და/ან რუსულ საიტზე. თუ ვერ შევიდა, არ დახურო. ნეტვორკიდან, ანუ ტელევიზორის იკონკა როა, დააწექი მარჯვენათი და მიეცი troubleshooting, დააცადე და ნახე რას დაწერს. თუ დაწერა "what type of networking problems are you having?" დააჭირე "I'm trying to reach a specific website or folder on a network", როდესაც გაგიხსნის ჩასაწერ ფანჯარას, ჩაწერე იმ საიტის მისამართი, რომელზეც ახალი ბრაუზერიდან ვერ შეხვედი, მიეცი next და ნახე რას დაწერს-ჩაიწერე და დაწერე აქ.
12. შეუმოწმე სტარტაპი. გადმოწერე Autoruns -
https://technet.microsoft.com/en-us/sysinte...s/bb963902.aspx გაუშვი ადმინით (run as administrator) და ტაბებში logon და scheduled tasks ნახე რა გადის. თუ რამე საეჭვოა, ჯერ გაარკვიე რა არის და შემდეგ გათიშე.
13. შეამოწმე პროცესები task manager-ში (Process Explorer-ით ჯობია) ყველა იუზერის რეჟიმით და ნახე რაღაც უცნაური დასახელების პროცესი ხომ არ აქვს, რომელიც შეიძლება წამდაუწუმ ტვირთავდეს cpu-ს.
14. გადაატარე drweb cureit მაინც კიდევ (არ უნდა დიდი დრო) და ნახე რას იპოვის.
თუ hosts ფაილი შემოწმებული გაქვს და ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, მაინც მასე შვება, მე დავურეკავდი პროვაიდერს და ვკითხავდი მათგან ხომ არ არის არეული რამე. ვინდოუსის გადაყენება ბოლო ვარიანტია (რა ვინდოუსი აქვს?)