სანამ გადააყენებდი, უნდა შესულიყავი მანდ და მაგ გასაღების export გაგეკეთებინა.
მანდ რაც არის, გადაყენების მერე რო დაშიფრე, ალბათ იმის გასაღებია........
[quote]ათობიდან ორობითში როგორ ხდება გადაყვანა[quote]
ათობით სისტემაში, რიცხვების აღსანიშნავად გამოიყენება სულ 10 სიმბოლო - ციფრი
რომლებიც აღნიშნავენ 10 -ის ხარისხებს, მარჯვნიდან მარცხნივ, ზრდადობის მიხედვით.
მაგალითად რიცხვი 7045
რადგან მარჯვნიდან პირველი ციფრი 5 წერია, ნიშნავს რომ ამ რიცხვში არის 5 ცალი 10-ის ნული ხარისხი.
მიღებულია, რომ ნებისმიერი რიცხვის ნული ხარისხი არის 1. ამიტომაც, მას უწოდებენ "ერთეულს" ე.ი. რიცხვში არის 5 ერთეული.
მარჯვნიდან მეორე ციფრია 4, რაც ნიშნავს რომ ამ რიცხვში არის 4 ცალი 10-ის პირველი ხარისხი. ე.ი. რიცხვში არის 4 ათეული
მარჯვნიდან მესამე ციფრია 0, რაც ნიშნავს რომ ამ რიცხვში არის 0 რაოდენობის 10-ის მეორე ხარისხი ე.ი. რიცხვში არის 0 ასეული
მარჯვნიდან მეოთხე ციფრია 7 რაც არის 10-ის მესამე ხარისხის აღმნიშვნელი და ნიშნავს, რომ რიცხვში არის 7 ათასეული
ამ ყველაფრის დაჯამებით 7 x 1000 + 0 x 100 + 4 x 100 +5 x 1 = 7045
ზუსტად იგივე ხდება ორობით სისტემაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ 10 ციფრის ნაცვლად არის მხოლოდ ორი 1-იანი და 0-იანი
და 10 -ის ხარისხების ნაცვლად არის 2 -ის ხარისხები.
ანუ, რიცხვები გამოისახება მხოლოდ 1-იანი და 0-იანით.
მაგალითად 10111
ეს ნიშნავს, რომ ამ რიცხვში არის 1 ერთეული (ორის ნული ხარისხი), 1 ორეული (ორის პირველი ხარისხი), 1 ოთხეული (ორის მეორე ხარისხი)
0 რვაეული (ორის მესამე ხარისხი) და 1 თექვსმეტეული (ორის მეოთხე ხარისხი).
ანუ, 10111 = 1 x 16 + 0 x 8 + 1 x 4 + 1 x 2 + 1 x 1 = 23 ათობით სისტემაში.
შესაბამისად, ათობითიდან ორობითში გადასაყვანად იქცევი პირიქით.
თუ გაქვს მოცემული რიცხვი 93. ჯერ ნახულობ, 2-ის მაქსიმუმ მერამდენე ხარიხის მოთავსდება ამ რიცხვში.
2 -ის მეექვსე ხარისხია 64. ორის მეშვიდე, უკვე 128, ამიტომ ორობით სისტემაში, მარცხნიდან პირველი რიცხვი იქნება 1 (64 -ეული)
ათეულებში, ეს არის 64, ანუ გადასაყვანი დარჩა (93-64)=29
64 -ეულის შემდეგ, მოდის 2-ის მეხუთე ხარისხი, ანუ 32-ეული.
მაგრამ 32 ვერ ეტევა 29-ში, ამიტომ აღინიშნება როგორც 0 (32-ეული).
შემდეგი იქნება 2 -ის მეოთხე ხარისხი. 16 -ეული. 29 -ში ეტევა 16 ე.ი. 1(16-ეული)
დარჩა (29-16)=13
შემდეგი არის 2 -ის მესამე ხარისხი, ეტევა და იქნება 1(8-ეული)
დარჩა (13-8)=5
შემდეგია 2 -ის მეორე ხარისხი, ე.ი. 1 (4-ეული)
დარჩა (5-4)=1
შემდეგია 2 -ის პირველი ხარისხი, რაც არ ეტევა ამიტომ იქნება 0 (2-ეული) და ბოლოს იქნება 1(ერთეული)
ანუ გამოვიდა 1011101
[quote]ყველაფერი ორობითში იწერებაო ხოდა ორობითში როგორ ?[quote]
მაგალითად ფოტოს სკანირებისას, სიმღერის ჩაწერისას, ტექსტის აკრეფისას და ა.შ. ხდება მისი გაციფრულება.
ანუ ფოტო იყოფა პიქსელებად, ფერებად, თითოეულ ფერს შეესაბამება გარკვეული რიცხვები და ა.შ.
ასევე სიმღერაშიც, თითოეულ ნოტს (ანუ ხანგრძლივობა, სიხშირე, ამპლიტუდა და სხვა)
ტექსტში - ასოებს და ა.შ.
იმის გამო, რომ ამ რიცხვებზე მოქმედება (შენახვა, კომპიუტერის მიერ დამუშავება და ა.შ.) ყოფილიყო მარტივი, გადაწყვიტეს
ორობითი სისტემის გამოყენება. აქ ათობითისგან განსხვავებით (სადაც სულ ათი სიმბოლო გამოიყენება 0, 1, 2..........9)
მხოლოდ ორი ციფრია - 1 და 0. შესაბამისად, მისი ფიზიკურ მდგომარეობად აღნიშვნა, გაცილებით მარტივია.
მაგალითად, ლაზერულ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას
http://www.google.ge/imgres?start=176&clie...iw=1366&bih=657http://www.google.ge/imgres?client=firefox...iw=1366&bih=657ის ადგილები სადაც ლაზერი ამოწვავს დისკს, აღინიშნება 0 -ად, ხოლო ადგილები რომლებიც არ არის ამომწვარი აღინიშნება, როგორც 1
რაც გაცილებით მარტივი აღსანიშნავია, ვიდრე 10 განსხვავებული მდგომარეობა იქნებოდა.
ასევე, 1 და 0 ვინჩესტერზე აღინიშნება - დამაგნიტებული ადგილის მდგომარეობის მიხედვით, ფლეშკაზე, დამუხტული მდგომარეობის მიხედვით და ა.შ.
ანუ, ნებისმიერი ინფორმაცია ინახება და მუშავდება ციფრულად, ორობით სისტემაში binary numeral system
ხოლო მნიშვნელობებს (1 და 0) ეწოდება binary digit ანუ bit - ბიტი.
8 ბიტი არის 1 ბაიტი, 1024 ბაიტი არის 1 კილობაიტი, 1024 კილობაიტი - 1 მეგაბაიტი და ა.შ.
ე.ი. ფაილი არის 5 მეგაბაიტი ნიშნავს იმას, თუ სულ რამდენი 1-იანით და 0-იანით შედგება ის........