დავაყენე უკვე და აი ჩემი პირველი შეფასება:
ეს ვერსია არის ბაგების მხრივ დაახლოებით Windows 8 Consumer Preview-ის დონეზე
სისტემურად სრულიად გამართულია, ბაგები არის სტარტზე აპების გადაადგილებისას და გადიდება დაპატარავებისას
PC Settings განყოფილება ათჯერ და მეტჯერ უფრო ფუნქციონალურია ვიდრე იყო
დამატებულია Share Charm-ისთვის ფუნქციები და მოკლედ კარგია რა 

მე დავაყენე ჩართული სისტემიდან Keep Windows Settings, Personal Files and Apps მივუთითე და საკმაოდ დიდი ხანი მოანდომა ასე დაყენებას
დაფორმატებით სუფთად ჩაწერა უფრო მარტივი იქნება, მაგრამ რაც უნდა ექნა ის ქნა პირნათლად
ყველა ფაილი და აპები დამახვედრა ისე როგორც იყო, აგრეთვე არ წაშლილა დაყენებული პროგრამები (არა აპპები, დესკტოპ პროგრამები)
არ დაკარგულა ამ პროგრამების ლიცენზიები (მაგალითად Office 2013 ისევ აქტივირებულია)
სამაგიეროდ სისტემა არაა ლიცენზირებული სისტემას ვადა აქვს 2014 წლის 16 იანვრამდე, სავარაუდოდ ესაა თარიღი როცა გაყიდვაში გამოვა ეს Blue
მოკლედ საერთო ჯამში ვისაც გქონიათ შეხება საცდელ ვერსიებთან წინათ მაშინ დააყენეთ, პრობლემა არ გექნებათ 99%
(ის 1% როგორც გითხარით მარტო სტარტის ბაგებია, სერჩი, რესაიზი და ვსო, ეგენი აფდეიტებით გასწორდება მალევე, დიდიარაფერია)
მაგრამ თუკი ზედმეტად პრეტენზიულები ხართ და 100% გამართული სისტემა გინდათ მაშინ დაელოდეთ ცოტა მომდევნო ვერსიებს