asitahttp://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=773699აქ არის 6 ბილდი მოცემული, პირველი ორი Enterprise ედიშენია, რომელიც კორპორაციებისთვის და
მრავალკომპიუტერიანი ქსელისთვისაა და აქვს მხოლოდ Volume ლიცენზია, აქტიურდება KMS-ით.
ეს Volume და KMS გამოიგონეს იმიტომ, რომ კორპორაციებში, სათითაოდ არ ეაქტიურებინათ
ათასობით კომპიუტერი ხელით.
კორპორაციებში windows media center არ სჭირდებათ და შესაბამისად ამაზე არ ყენდება.
მეორე ორი
en_windows_8.1_professional_vl_with_update_x64_dvd_4065194.iso
en_windows_8.1_professional_vl_with_update_x86_dvd_4065201.iso
არის Professional ედიშენი და ამასაც აქვს Volume (vl) ლიცენზია და ესეც აქტიურდება KMS-ით.
პლუს კიდევ MAK გასაღებითაც შეიძლება გააქტიურება.
ან შეყვანისთანავე online -ით, ან თუ ინტერნეტის საშუალება არაა, offline რეჟიმში ტელეფონის/სკაიპის დახმარებით
ესეც არის მცირე კომპანიებისთვის, და ამაზეც არ ყენდება windows media center.
ბოლო ორი კიდევ
en_windows_8.1_with_update_x64_dvd_4065090.iso
en_windows_8.1_with_update_x86_dvd_4065105.iso
არის Multiple ედიშენი, ანუ რომელიც შეიცავს როგორც Professionals, ასევე Core ედიშენს.
და აქვს როგორც volume, ასევე Retail (ანუ საცალო, სახლისთვის ერთ კომპიუტერზე) ლიცენზია.
ედიშენის და ლიცენზიის არჩევა ხდება, ინსტალაციისას, შესაბამისი გასაღების შეყვანით.
თუ ინსტალაციისას core -ის შესაბამისს გასაღებს შეიყვან, media center-ის დამატების შესაძლებლობას
არ მოგცემს, რადგან core იაფი ვერსიაა და დაბლოკილია ბევრი ფუნქცია, ამიტომ უნდა დააყენო Professional.
მაგრამ, თუ KMS-ით გაააქტიურებ, ჩათვლის რომ კომპანია ხარ მაინც არ დაგაყენებინებს.
ამიტომ საჭიროა ან MAK ან Retail გასაღებით შესაბამისად ტელეფონი/სკაიპით აქტივაცია.........