Nobelსაოპერაციო სისტემა Windows -ს, ესაჭიროება აქტივაცია ინტერნეტით, Microsoft სერვერების საშუალებით.
მაგრამ არსებობს მრავალკომპიუტერიანი კორპორატიული ქსელებიც, რომლიდანაც მომხმარებლები (კლიენტები)
გარე ქსელში პირდაპირ ვერ გადიან.
ასეთი შემთხვევისთვის არსებობს საბითუმო სალიცენზიო ხელშეკრულება -
Volume License (განსხვავებით საცალოსგან -
Retail)
იმისათვის რომ არ იყოს საჭირო ათობით და ასობით კომპიუტერის ცალ-ცალკე გააქტიურება, Microsoft -ს აქვს ავტომატური
მომსახურებები, მათ შორის არის
Key Management Service (KMS).
იდეა დაიყვანება შემდეგზე: მთავარ კომპიუტერზე (სერვერზე) ყენდება სპეციალური მოდული, რომელსაც აკითხავს
კორპორატიული ქსელის კლიენტი და გადის აქტივაციას, Microsoft -ის სერვერებთან პირდაპირი კავშირის გარეშე.
ეს აადვილებს ლიცენზიების მართვას და ზოგავს ქსელის რესურსებს.
ამასთან, საჭიროა სისტემის ხელახალი აქტივაცია განმეორდეს ყოველ 6 თვეში.
მაგრამ, KMS -ს პირობებში მოთხოვნილია, რომ კლიენტების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 25
უფრო მცირე რაოდენობის კომპიუტერების შემთხვევაში, კი გამოიყენება
Multiple Activation Key (MAK)MAK გასაღებით შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის სისტემების გააქტიურება. რაოდენობა თავიდანვე
განსაზღვრულია საბითუმო სალიცენზიო ხელშეკრულებით, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდაც.
ამ შემთხვევაში გააქტიურება ხდება ჩვეულებრივ, "online" რეჟიმში, ინტერნეტის გავლით, ან "offline" რეჟიმში -
ტელეფონის საშუალებით.
იმის გამო, რომ ამ მეთოდებით ადვილია დიდი რაოდენობის windows-ების გააქტიურება, ამ გზებს უკანონოდ
იყენებენ, windows -ის პირატული ასლებისთვის.
KMS სერვერის ემულაციით ან მოპარული MAK გაზიარებით, შესაძლებელია, ერთბაშად, უამრავი სისტემის აქტივაცია.
არის პროგრამები რომლებიც ავტომატურად ახდენენ სერვერის ემულაციას და ყოველ 6 თვეში ხელახალ გააქტიურებას...
მაგ. MS Toolkit, KMSpico-micro-nano და ა.შ.
sources:
http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1190http://www.microsoft.com/licensing/existin...vation-faq.aspxშესაბამისად თუ ყიდვას არ აპირებ, ეს კითხვა