bfjribhsპრობლემა ნაკლებად. უბრალოდ, ვინდოუსი აღიქვამს უნიკოდს.
უნიკოდი არის ერთიანი სტანდარტი, სადაც ყოველ დამწერლობას მინიჭებული აქვს თავისი კოდები,
ანუ ყოველ სიმბოლოს გააჩნია უნიკალური კოდი.
მაგრამ, არსებობს სხვა უამრავი სტანდარტი და კოდირებები, რომელიც ფართოდ არაა გავრცელებული
და თავიდანვე ტყუილად ხომ არ იქნება windows-ში დაყენებული.
ამიტომ აქვს system locale მითითების ფუნქცია.
თუ მაგალითად, რუსულ პროგრამას აყენებ, რომელსაც არაუნიკოდი შრიფტით აქვს მენიუ, ან მასეთი შრიფტით
დაწერილი ტექსტის წაკითხვა გინდა, მიუთითებ system locale-ში რუსულ და დაამატებს მაგ კოდირებების მხარდაჭერას.
ასევე არის საიტები, სადაც ტექსტის კოდირების შეცვლა შეგიძოლია
http://2cyr.com/decode/magic100ანუ, ქართული კლავიატურის საშუალებით კრეფ ტექსტს და sylfaen -ის ნაცვლად გინდა AcadNux -ის მსგავსმა ფონტმა წაიკითხოს?
მასე არ გამოვა, რადგან როცა ქართული კლავიატურით (alt+shift) კრეფ, ტექსტი არის ქართული კოდირების.
ქართული კოდირების ტექსტის წაკითხვა კი, მხოლოდ ქართული კოდირების შრიფტებს, ან უნიკოდ შრიფტებს შეუძლია.
(უნიკოდია, სადაც არის ინგლისური, რუსული, ქართული, სომხური და ა.შ. ყველა ასოები თავმოყრილი).
windows-ში, მასეთი უნიკოდი, რომელსაც ქართული აქვს, არის მხოლოდ Sylfaen
AcadNusx და მსგავსი ფონტები კი, არ არის ქართული კოდირების. ეგ არის ჩვეულებრივი ინგლისური კოდირების,
რომელშიც ინგლისური ასოები ჩანაცვლებულია ქართულით.
ანუ, AcadNusx კითხულობს მხოლოდ ინგლისურ ტექსტს და გიჩვენებს როგორ ქართულს.
მასეთმა შრიფტები თუ გინდა გამოიყენო, ტექსტი ინგლისურად უნდა აკრიფო.
ხოლო, თუ ქართულად გინდა წერო, სხვა ქართული კოდირების შრიფტები ნახე.
აქ, შრიფტების ძებნაში, შეგიძლია მიუთითო "კოდირება - უნიკოდი"
http://fonts.ge/კიდევ, აქ დევს ქართული კოდირების შრიფტები
https://bpgfonts.wordpress.com/არწივი9ყველა საიტზე სხვადასხვანაირადაა და ამიტომ სჯობს პროგრამები გამოიყენო
ონლაინიდან ჩაწერა