ბუკა
ვინდოუსი აგრესიულია ლინუქსის ბუთლოადერთან მიმართებაში. როგორც კი დააინსტალირებ, ეგრევე წაგიშლის ლინუქსის ბუთლოადერს და მხოლოდ ვინდოუსი ჩაიტვირთება. არის რაღაც პროგრამები, Easy BCD მაგალითად, რომელიც ვინდოუსის ბუთლოადერს ჩაატვირთინებს ლინუქსსაც.
უკეთესი ვარიანტია ლინუქსში რაც საჭირო ფაილები გაქვს დააბექაფო და დააინსტალირო ვინდოუსი ისე რომ ლინუქსის დანაყოფები წაშალოს. მერე Disk Management-დან გამოყო თავისუფალი სივრცე და იქ დააინსტალირო ლინუქსი. ლინუქსის ბუთლოადერი არ წაშლის ვინდოუსისას და ჩართვისას არჩევანის საშუალება გექნება რომელი სისტემა ჩაიტვირთოს, ჩამოწერს Ubuntu, Ubuntu Recovery, Windows, System BIOS და აირჩევ რა გინდა გაეშვას.
უბუნტუდან ვინდოუსის საინსტალაციო შეგიძლია შექმნა dd-თი. ჯერ ნახე USB ფლეშის ინდექსი, ტერმინალში გაუშვი sudo fdisk -l და ნახე Device-ები. მოცულობით მიხვდები რომელია USB ფლეში, მაგალითად /dev/sda3. შემდეგ აკრიფე sudo dd if=/მდებარეობა/windows.iso of=/dev/sdX bs=16M; sync
მდებარეობაში იგულისხმება თუ სად არის შენახული ვინდოუსის iso, მაგალითად /home/downloads/windows08_01.iso, out-ში კი მიუთითე USB ფლეშის ინდექსი. შეიძლება მოკლე გზით გახვიდე, აკრიფე cd Downloads, შემდეგ ls და გამოიტანს Downloads დირექტორიაში არსებულ ყველა ფაილის სახელს ტერმინალში. იქ ნახე ვინდოუსის iso და სახელწოდება დააკოპირე (control c-თი არა, ეგ გაუქმების ბრძანებაა, მაუსის მარჯვენა ღილაკი და იქედან copy/paste), შემდეგ ბრძანება ასე ჩაიწერება sudo dd if=windows.iso of=/dev/sdb1 bs=16M; sync
BS=16M ნიშნავს წამში ბაიტების რაოდენობას. ამ შემთხვევაში 16 მილიონი ბაიტი. რაც უფრო მეტს მიუთითებ, მით სწრაფად შეიქმნება საინსტალაციო იმიჯი, მაგრამ იზრდება იმიჯის შეცდომით ჩაწერის ალბათობაც. სტანდარტულად 4-დან 16 მეგაბაიტამდე იღებენ. ჩაწერისას ტერმინალში არანაირი პროგრესი არ ჩანს. ამიტომ არ დახურო კონსოლი. დაელოდე და ტერმინალში გამოვა შეტყობინება, რომ დასრულდა იმიჯის შექმნა.
ეს არის სტანდარტული dd იმიჯის შექმნა. ვინდოუსის CMD-დანაც შეიძლება dd ბრძანებით საინსტალაციო იმიჯის შექმნა. რეალურად ყველა პროგრამა ბრძანებებით მუშაობს. rufus, windows 7 dvd/usb download tool და სხვებიც სწორედ ასე წერენ. უბრალოდ ვინც ეს ბრძანებები არ იცის, მაგათთვის აქვს გრაფიკული ინტერფეისი და რაღაცას რომ აწკაპებენ, რეალურად ეს ბრძანება იკრიფება

არის კიდევ პროგრამა Unetbootin-ი, რომელიც საინსტალაციო იმიჯებს ქმნის გრაფიკულ რეჟიმში. სცადე ეგეც. მე ტერმინალში ვმუშაობ და ვერ ვიტყვი რამდენად კარგი პროგრამაა. არის კიდევ winusb, რომელსაც გრაფიკული ინტერფეისიც აქვს. ნახე აბა რამდენად მუშაა sudo apt install winusb.
ჯერ ვინდოუსი დააინსტალირე, მერე ლინუქსი.
This post has been edited by Mr_Robot on 4 Jul 2017, 12:02