gio_abelix2Sylfaen არის უნიკოდ ფონტი.
ანუ შეიცავს ინგლისურ, რუსულ, ქართულ, სომხურ, ბერძნულ დამწერლობებს და ა.შ.
თითოეულ სიმბოლოს აქვს მინიჭებული უნიკალური კოდი, რაც საშუალებას იძლევა კლავიატურის დრაივერის გადართვით (ALT+SHIFT) ერთი ფონტით აიკრიფოს სხვადასხვა ენებზე ტექსტი.
Litnux კიდევ არის ინგლისური ფონტი, რომლითაც მხოლოდ ინგლისურად შეიძლება აკრიფო ტექსტი და მხოლოდ ინგლისურად აკრეფილი ტექსტი წაიკითხო.
იმის გამო რომ ადრე, 90-იან წლებში ქართულ დამწერლობას არ ჰქონდა მინიჭებული კოდი, ქართველებმა გადაწყვიტეს რაღაც ინგლისური ფონტები დაერედაქტირებინათ ისე, რომ ინგლისურ a -ს რომ აკრეფდი, ფონტს გამოეტანა ქართული სიმბოლო "ა".
თუმცა, ეგ რეალური ქართული არ არის და კომპიუტერსაც ჰქონია ინგლისურად წერ, რადგან ინგლისური კოდირებით იკრიფება, უბრალოდ ქართულად ჩანს.
ასე რომ, ეგ შრიფტი Sylfaen-ის ქართულ კოდირებას ვერ წაიკითხავს, რადგან მხოლოდ ინგლისურს აღიქვამს.
რამე პროგრამით ან საიტით უნდა გადაიყვანო ტექსტი ლათინურ ასოებში და მერე დაინახავს LitNusx.
ამ პოსტებში ნახავ საიტებს და პროგრამებს
acadnusx-დან დან sylfaen-ში გადაყვანა This post has been edited by Accident on 26 Nov 2015, 00:31