pastoriusგააჩნია სად იყო სურათები.
ფაილის წაშლა არაა პრობლემა, რადგან უბრალოდ მასზე ინფორმაცია იშლება (სახელი, მისამართი).
თავად ფაილი კი რჩება, მაგრმა მონიშნულია, როგორც ცარიელი ადგილი და იქამდე იქნება, სანამ ამ ცარიელზე, სხვა ფაილი არ გადაეწერება.
მერე უკვე შეიძლება ვეღარ აღდგეს.
თუ ეგ სურათები, D დანაყოფზე იყო, მაშინ უფრო დიდი შანსია აღდგეს, ოღონდ D-ზე ახალი არაფერი უნდა ჩაწერო.
მაგრამ, თუ C-ზე იყო, მაშინ შანსი მცირდება.
რადგან, windows-ში მუდმივად ხდება ფაილების ცვლილება და ჩაწერა.
ასევე, ბრაუზერის გამოყენებისას, მუდმივად ხდება საიტების ჩამოტვირთვა, ისევე როგორც ფაილების.
ასეთ დროს, ჯობია, პორტაბელი პროგრამა ჩამოტვირთო და გაუშვა D-დისკიდან,
კიდევ უფრო უსაფრთხოა, თუ საერთოდ, გამორთავ მაგ კომპიუტერს და სხვა კომპიუტერს მიუერთებ,
ან რამე live სისტემას გამოიყენებ, რომელიც კომპაქტ დისკზე ან ფლეშკაზე იქნება დაყენებული და იქიდან გაუშვებ აღმდგენ პროგრამებს.
პროგრამების ლინკები, ამ პოსტშია
დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენა (post #44561598)