ანუ, Firewall არაა ზოგადი უსაფრთხოების დაცვის საშუალება, კონკრეტული საქმისთვისაა - ქსელთან წვდომის შეზღუდვის ინსტრუმენტია.
ე.ი. მაგით კონტროლდება, რომელ სერვისს და პროგრამას შეუძლია ინტერნეტს (ან სხვა ქსელს) დაუკავშირდეს და ასევე პირიქით, რომელს შეუძლია, ინტერნეტიდან მიიღოს კავშირი.
მაგალითად, თუ, უბრალოდ არ გინდა, რომ ვინმე ქსელიდან "შემოვიდეს" კომპიუტერში, ამისთვის Windows Firewall -იც საკმარისია.
რადგან, ავტომატურად, გარედან შემომავალი ყველა კავშირი, დაბლოკილი აქვს.
ასევე, თუ, რომელიმე პროგრამის ან საიტის დაბლოკვა გინდა, რომ ინტერნეტში ვერ გავიდეს, ამისთვისაც გამოგადგება Windows Firewall.
ხოლო, თუ უფრო რთული საქმე გაქვს გასაკეთებელი, კონკრეტული საიტების, ფაილების ტიპების, ფოლდერების წვდომის აკრძალვა
ან ზონებად დაყოფა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლია, სხვა პროგრამების გამოყენება, სადაც გაიოლებულია ეგ საქმე.
მაგალითად, ესენი
https://tinywall.pados.hu/https://www.zonealarm.com/software/free-firewall/რაც შეეხება უსაფრთხოებას, მანდ არა უშუალოდ Firewall, არამედ დაცვის დამატებითი კომპონენტები აკეთებენ მთავარ საქმეს.
ესენია ანტივირუსი, ღრუბლოვანი სკანერი, სანდბოქსი, რომლებიც ამოწმებენ ფაილებს, და მათ შორის გამორჩეულია: - HIPS, ე.წ. პროაქტიური დაცვა - რომელიც უკვე პროცესებსაც ამოწმებს.
თორემ, უბრალოდ Firewall, არ უყურებს ინტერნეტში გამსვლელი პროგრამა ვირუსია, თუ რა არის. ან იუზერმა, რა ფაილი გამდმოწერა.
ან ვირუსმა სხვა სანდო პროგრამაზე ხომ არ აიღო კონტროლი და იმით ხომ არ გადის ნეტში და ა.შ.
თუნდაც ეგ კომოდო და მსგავსს პროგრამებში, უბრალოდ Firewall კი არ არის რამე საოცრება - ჩვეულებრივი მულტიფუნქციური Firewall არის, ზემოთ რაც დავლინკე, იმის მსგავსი - უბრალოდ, მაგ პაკეტს მოყვება ანტივირუსიც, ქლაუდიც, სანდბოქსიც და HIPS-იც.
რომლებიც აკონტროლებენ ფაილებს და მათ მოქმედებებს, ანუ პროცესებს.
თუ, ფაილი ცნობილი ვირუსია, ანტივირუსი დაბლოკავს, ხოლო თუ უცნობია, მაგრამ რამე საეჭვო მოქმედებას ჩაიდენს, ან რეესტრზე იქონიებს წვდომას, ან სხვა პროგრამაზე, მაშინ უკვე HIPS დაბლოკავს, ან ამოგიგდებს შეტყობინებას, რომ ეს პროგრამა რაღაცას აპირებსო.
კომოდოში, უბრალოდ ეგ ჰიპსი, მეტადაა Firewall-ში ინტეგრირებული და მაგიტომაა Firewall-იანად შემაწუხებელი.
თორემ, ცალკე Firewall, არაა დაცვის გარანტია.
თუ მასეთი დაცვა გინდა, ეს პროგრამები გამოგადგება
PrivateFirewall -
http://www.privacyware.com/personal_firewall.html ადრე ფასიანი იყო, მაგრამ უფასო გახადეს, მგონი.
და ცნობილი ფასიანები, უმეტესად internet security კლასი, კომპლექტი რომელთაც ჰქვიათ.
KIS - Kaskerpsky internet security
BIS - Bitdefender internet security
NOD - ESET Internet Security
OnlineArmor - Emsisoft Internet Security
McAfee Internet Security
შეიძლება, კიდევ იყოს, სანახავია google-ში.
This post has been edited by Accident on 9 Feb 2017, 01:05