papbaსაქმე ისაა, რომ ფაილის ჩაწერა, ვინჩესტერზე ხდება დამაგნიტებით.
შენ რომ სურათს ინახავ, ამ დროს კომპიუტერის მყარ დისკზე რაღაც ადგილი მაგნიტდება - აი, ასე
https://www.youtube.com/watch?v=9eMWG3fwiEUწაშლის დროს კიდევ, ისევ მაგდენი რომ არ იჩალიჩოს, უბრალოდ "ივიწყებს" მაგ ფაილს და სადაც ეგ ადგილი დამაგნიტებული, იმ ადგილს აღნიშნავს ვითომ ცარიელია.
ანუ, რეალურად ეგ ფაილი წაშლილი არაა, ისევ იქაა, რადგან დამაგნიტებულია ის ადგილი.
ასეთ დროს, პროგრამებს შეუძლია აღადგნინო ფაილები, რადგან არაა წაშლილი.
მაგრამ, პრობლემა იქმნება მაშინ, როცა დისკზე, ახალ-ახალ ფაილებს წერს.
ამ დროს, ხდება ხელახლა დამაგნიტება და თუ მაგ სურათის ადგილას (რომელიც ცარიელ ადგილად მიაჩნია ვინჩესტერს, რადგან წაშალე) სხვა ფაილს ჩაწერს, ანუ სხვანაირად დაამაგნიტებს, უკვე აღდგენის შანსი მცირდება და რაც უფრო ბევრი დამაგნიტება მოხდება, საერთოდ შეუძლებელი გახდები.
შესაბამისად, თუ ეგ სურათები გქონდა C დისკზე, სადაც Windows აყენია თავის პროგრამებიანად, ძალიან მცირეა აღდგენის შანსი.
რადგან, პროგრამების გაშვებისას, ან თუნდაც ბრაუზერის გაშვებისას, დისკზე მუდმივად იწერება საიტების ქეში, პროგრამების დროებითი ფაილები და ა.შ.
თუ D დისკზე გეწერა, მანდ უფრო დიდი შანსია აღდგენის, ოღონდ D-ზე არაფერი არ უნდა დააკოპირო, თორემ იქაც დიდი შანსი იქნება გადაეწეროს.
თუ გინდა, სცადე სხვა პროგრამებიც, ამ პოსტებშია ლინკები
დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენა (post #49092093)დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენა (post #41697752)მაგრამ თუ C -ზე წაშლილი, ყოველი პროგრამის ჩაწერისას, კიდევ უფრო ამცირებ აღდგენის შანსს.
მასეთ დროს, ჯობია ან სხვა კომპიუტერ მიუერთო ვინჩესტერი, ან live CD / USB -იდან აღადგინო. სულ მინიმუმ, პორტაბელური პროგრამები ჯობია გამოიყენო, რომელსაც D-ზე შეინახავ და იქიდან გაუშვებ.