
soundcard ერთი არის, რომელიც მაზერზე ინტეგრირებული, რეალურად კარტა არცაა, ჩიპების კომპლექტია, რომელიც მაზერზეა ჩაშენებული.
კარტა უფრო, ცალკე რომ არის იმათ ჰქვიათ, ანუ არაინტეგრირებულებს, რადგან იმათ თავიანთი პლატა აქვთ.
https://www.google.com/search?q=audio+card&...iw=1366&bih=659უბრალოდ, საქმე ისაა, რომ მაზერბორდებზე არის ახალი სტანდარტის კონექტორები - HD audio.
და თუ დააკვირდებით, მაზერბორდი ისე დევს ქეისში, რომ კონექტორები პირდაპირ უკან გამოდის.
ამიტომაც, როცა ქეისის უკან აერთებთ, ე.ი. პირდაპირ მაზერბორდში აერთებთ.
ხოლო, წინა შტეკერი მაზერბორდს არ მოყვება ხოლმე, უმეტესად ქეისს მოყვება და არის ძველი სტანდარტის კონტექტორები - AC'97
რომელიც შნურით უნდა დააერთო მაზერზე. მაგრამ იმის გამო, რომ მაზერს ახალი HD audio აქვს, ვერ ხედავს ამ ძველ AC'97-ს, სანამ პროგრამიდან არ გაუთიშავ Front panel detection
მაგალითად, Realtek-ის ფირმის აუდიო ჩიპების დრაივერს, მოყვება სპეციალური control panel, საიდანაც შეიძლება ამის გათიშვა

შენც, უნდა შეხვიდე, ან აუდიო ჩიპის მწარმოებლის, ან მაზერის მწარმოებლის საიტზე და იქიდან გადმოწერო დრაივერი, და მაგათ მოყვებად ეგ control panel პროგრამა, საიდანაც გაუთიშავ.