cpufanდა რად გინდა ყველა ქართული ფონტი? რამე სპეციფიური სამუშაოსთვის გჭირდება?
თუ პროსტა გინდა ჩაყარო, არაა რეკომენდებული რადგან სისტემასაც ანელებს, იმ პროგრამებსაც ანელებს, რომლებიც ფონტებს იყენებენ და შეიძლება რომელიღაც ინგლისურიც ჩაგინაცვლოს, რადგან 90-იანის დროიდელი ქართული ფონტები, რეალურად ლათინურებია და სხვა ლათინურებთან, შეიძლება კონფლიქტში მოვიდეს.
წესით, ეგეთი ფონტები, საერთოდ უნდა ამოიღონ ხმარებიდან. უნიკოდი კი, რომლითაც საიტების წაკითხვაა შესაძლებელი და ქართულად წერა, ისედაც მოყვება Windows-ს.
თუ მაგ უაზრო ფონტებში შესრულებულ დოკუმენტებს ვერ კითხულობ, ჯობია სათითაოდ ჩამოტვირთო Fonts.ge-დან.
მაინცდამაინც რამდენიმე თუ გინდა, აქვს Fonts.ge-ს პაკეტებად დალაგებული და ძებნაში შეგიძლია მიუთითო "პაკეტების ძებნა"
მაგალითად ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ლათინურ-ქართული ფონტები - acadnux, litnusx და ა.შ.
http://fonts.ge/ka/pack/2/%E1%83%AE%E1%83%...%83%91%E1%83%98