Giorgijeeაქ არის ლინკები აღსადგენი პროგრამების
დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენამაგრამ, ფაილის შენახვის პრინიპი ისაა, რომ ვინჩესტერზე როცა ფაილი იწერება, მაგ დროს რეალურად ხდება დისკის დამაგნიტება, ხოლო ცალკე ჟურნალში იწერება, მაგ ფაილის, ანუ დამაგნიტებული ადგილის შესახებ ინფორმაცია.
წაშლის დროს, ვინჩესტერი ტყუილად რომ არ დაიტვირთოს, ხელახლა გადამაგნიტება აღარ ხდება, უზრობაა წასაშლელად კიდევ დამაგნიტება. ამიტომ ფაილი რჩება თავის ადგილას და მხოლოდ ჟურნალში არსებული ინფორმაცია იშლება.
ეგ დამაგნიტებული ადგილი კი, სადაც ფაილია აღინიშნება როგორც "ცარიელი" და მომავალში სხვა ფაილის ზემოდან გადასაწერად გამოიყენებს სისტემა.
თუ ზემოდან არაფერია გადაწერილი, მაშინ აღდგენა შეიძლება, მაგრამ თუ რამე სხვა ახალი ფაილი გადაეწერება და ხელახლა გადამაგნიტდება, ძველს ვეღარ აღადგენ.
იმის გამო, რომ Recycle bin არის C დანაყოფზე, სადაც სისტემაა გაშვებული, ბრაუზერია ჩართული - მუდმივად ხდება ახალი ფაილების ჩაწერა და წაშლა.
შანსი იმისა, რომ წაშლილი ფაილი აღდგება, არის ძალიან მცირე.
თუ მნიშვნელოვანი ფაილია, ჯობია გამორთო კომპიუტერი და ან სხვა კომპიუტერს მიუერთო და იქიდან გაუშვა ეგ პროგრამები,
ან Live დისკი, გინდაც ფლეშკა გააკეთო და იქიდან გაუშვა პროგრამა windows-ის ჩართვის გარეშე.
თუ ეგ ყველაფერი არ იცი, მაშინ სულ არაფერს ჯობია, მაგათგან პორტაბელური პროგრამა გადმოწერო, D დისკზე შეინახოდა იქიდან გაუშვა, რომ C-ს ნაკლებად შეეხო.