ერთ რჩევას გთხოვთ თუ შეიძლება. კომპიუტერის გადახურებას ეხება.
მოკლედ, კომპიუტერის ჩართვისას, ვინდოუსი რომ გამოდის, ტემპერატურა უკვე არის 31-32 გრადუსი.
ერთი საათიც არ გადის და ტემპერატურა უკვე კრიტიკული ხდება, 50-ს აჭარბებს. ჩემი პროგრამა უკვე კივილს იწყებს და მეც ვშფოთდები. Hard Disk Sentinel მაქვს დაყენებული ამჟამად. გამოვრთავ ხოლმე კომპიუტერს, აბა რა ვქნა.
ქულერი ახალი გამოცვლილი მაქვს, ერთი წელიც არ არის. ბლოკი მე თვითონ არ გამიხსნია რომ შემეხედა დამტვერილი ხომ არ არის მეთქი ასე სწრაფადაც არ გროვდება იქ მტვერი რომ ქულერის მუშაობა შეაფერხოს.
მოკლედ კითხვა - რამდენი უნდა იყოს სისტემური ბლოკის ტემპერატურა რომ უსაფრთხოდ ჩაითვალოს მუშაობა??
ან შეიძლება ეს ჩემი პროგრამა არ არის სანდო და ზედმეტად პანიკიორობს.
საერთოდაც რას მირჩევთ?
მადლობა წინასწარ