ქეისს უკან აქვს რამდენიმე შესაერთებელი

მწვანე არის ანალოგური ხმის გამომტანი.
ანუ, კომპიუტერიდან ხმა გამოდის სტერეო დინამიკებში, ნაუშნიკებში და ა.შ. და შენი ყური აღიქვამს.
ვარდისფერი არის ანალოგური ხმის შემტანი
ანუ, მიკროფონის შესაერთებელი, სადაც შენი ნალაპარაკები გარდაიქმნება ანალოგურიდან ციფრულად.
დანარჩენი ფერები, სხვა დამატებითი დინამიკებისთვისაა, ანუ ამათთვის
https://www.google.com/search?q=audio+syste....1+audio+systemრაც შეეხება digital audio არის ხმის ციფრული გადაცემა. სურათზე არის, ვარდისფერის გვერდზე, ოთხკუთხედი შავი.
ანუ, მანდ დინამიკს ვერ შეუერთებ რადგან ხმა არ გამოდის, როგორც ანალოგურში, არამედ გადაეცემა ციფრულად.
ეგ შეგიძლია გამოიყენო, მაგალითად ტელევიზორთან შესაერთებლად.
თუ გინდა, კომპიუტერის ხმა გამოვიდეს ტელევიზორის დინამიკებიდან, შნურით მაგ Digital audio-დან ციფრულ ხმას გადასცემ ტელევიზორს.
ხოლო, მერე ტელევიზორი თვითონ გამოიტანს საკუთარი დინამიკებიდან ანალოგურ ხმას.
რა შუაშია ეგ ციფრული შენს პრობლემასთან? მაგას თუ აჩვენებს, ეგ არაფერს ნიშნავს.
ეგ ციფრული კი მუშაობს, მაგრამ დინამიკს თუ ვერ უერთებ, ე.ი. გაფუჭებულია ის მწვანე შესაერთებელი, ან ვერ აღიქვამს.
ახალ აუდიო კარტებს, შეუძლიათ ყველა შესაერთებელი გამოიყენონ როგორც უნდათ.
ამიტომ, დინამიკები მწვანეს ნაცვლად, სხვაგანაც შეაერთე, თუ აქვს. მაგალითად ვარდისფერში, ყვითელში და ა.შ.
თუ იქაც არ იმუშავებს, ე.ი. მთლიანად მაგ შესაერთებლების ბლოკის პრობლემაა.
JPEGპროგრამირების განყოფილებაა ცალკე და იქ იკითხე
This post has been edited by Accident on 20 Feb 2016, 16:37