იქნებ აქ მაინც დამემხაროთ ვინმე
მოკლედ თამაშის დროს ეკრანი იყინება. დაახლოებით თამაშიდან ჩართვისას 3-4 წუთში. გამოსახულება უბრალოდ შეშდება და ვსიო. ხმა ჩვეულებრივად გრძელდება. მაგალითად ვიტჩერ 3 ზე თამაშს აგრძელებ ჩვეულებრივად

ხმები ისმის , ხმალსაც იქნევ მოძრაობ და რამე უბრალოდ ეკრანი ერთ კადრზეა გაშეშებული ი ვსიო. ზოგ თამაშზე პირდაპირ ერორს აგდებს და ითიშება. ზოგზე მეთვითონ მიწევს თასქ მენეჯრიდან გათიშვა. თვითონ თამაშები არ ჭედავს. ანუ მშვენიერი ფპს უჭირავს უბრალოდ ბრახ და იყინება ეკრანი.
გრაფიკის დაწევა და ა.შ. ვცადე არაფერ შუაშია. ანუ ძველ თამაშებზეც შვება ეგრე და დაბალ გრაფიკიან თამაშებზეც.
ტექნიკურ მხარეს გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე რომ ვიდეო კარტა ( 1070 ) სხვა კომპიუტერში მედგა და პრობლემა არ ქონია. 2 კვირის წინ ჩავაყენე ამ კომპიუტერზე სადაც 770 მეყენა და არც ამას ქონია აქამდე მსგავსი პრობლემები.
ასევე ვმუშაობ პრემიერში უპრობლემოდ. არ ჭედავს და ა.შ.
ტემპერატურებიც ნორმაშია როგორც ვიდეო კარტის ასევე პროცესორისაც ხო და რავიცი მივედი იმ დასკვნამდე რომ დრაივერის ბრალია თქო.
დდუ თი ამოვშალე დრაივერები და თავიდან დავაყენე. არ უშველა.
ისევ ამოვშალე და ცოტა ძველი დრაივერი დავაყენე. მაინც არ უშველა.
დავგუგლე და ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა ... რავიცი 1000 ნაირი სოლუშენი ვნახე მაგრამ არაფერმა უშველა...
იქნებ ვინმეს რამე იდეა გაგიჩნდეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ხო ამ კომპზე პროცესორი ცოტა ძველია ი5 3550 მაგრამ რავიცი არც ტემპერატურას უჩივის და არც არაფერს

ფურმარკიც გავუშვი ეხლა 15 წუთით და რავიცი 83 ზე უჭირავს ტემპერატურა ..
ხო მონაცემები
3550 ი5
1070 gtx
16 რამი
სსდ 860 ევო
This post has been edited by lobja on 28 Apr 2020, 22:35