_Moxuci_ნაკლები ოპერატიულის მოხმარება არაა ყველაფრისთვის კარგი.
პროგრამებს კი მეტი რჩება, მაგრამ სისტემა როცა ცოტა ოპერატიულის მოიხმარს, უფრო ნელა მოქმედებს ვიდრე ის, რომელიც შედარებით მეტს მოიხმარს.
ოპერატიულის მეტი მოხმარება ნიშნავს, რომ სისტემას სერვისები გამზადებული აქვს ram-ში და ოპერატიულად შეუძლია მათი გამოყენება, ხოლო რომელიც ნაკლებად მოიხმარს, იმას სერვისები გათიშული აქვს, ან ვინჩესტერზე აქვს შენახული და როცა რაღაც დასჭირდება, მეტ დროს მოანდომებს მის გაშვებას.
ამიტომ, windows 10 აშკარად სჯობს სისწრაფესა და თუნდაც თამაშების ოპტიმიზაციაში, თუმცა, მართლაც ბევრი ზედმეტი პროგრამა და სერვისი მოყვება, რაც საშუალო და სუსტი მონაცემების კომპიუტერზე, უფრო პრობლემებს ქმნის, რადგან ბევრს ურჩევნია ოდნავ ნელა იმუშაოს, ვიდრე პროგრამებს საერთოდ აღარ დარჩეს თავისუფალი მეხსიერება.
ამის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ოპტიმალურია Windows 10 Enterprise LTSB (Long-term servicing branch) ვერსია.
რომელსაც არც კორტანა მოყვება, არც Store, და არც სხვა app-ები.
onedrive, skype for business, telemetry, update, defender და მსგავსი სერვისები, სხვებთან შედარებით ყველაზე მაქსიმალურად, ამ ვერსიაზე შეიძლება შეიზღუდოს gpedit-იდან.
დამატებით, services-ებიდანაც შეიძლება, უსარგებლო სერვისების გათიშვა
http://www.askvg.com/beginners-guide-to-co...ws-10-services/და კიდევ task scheduler და autoruns-იდანაც, ვისაც კონტექსტ მენიუ, უსარგებლო დრაივერები და მსგავსი მცირე სერვისებიც არ მოსწონს.
საბოლოოდ, ლოდინის რეჟიმში 500MB მცირდება ოპერატიული 32-იანზე და 1GB-მდე 64-იანზე, რაც დაბალანსებული მოცულობაა, როგორც სისწრაფის შესანარჩუნებლად, ასევე პროგრამებისთვის თავისუფალი ადგილის დასატოვებლად.
კიდევ დაწევაც შეიძლება, მაგრამ მერე ნელდება, ნახევარი ფუნქციები აღარ უმუშავებს და რა აზრი აქვს