არა. ცეცხლოვანი ფარი მხოლოდ იმ ტრაფიკს ბლოკავს, რომელსაც მომხმარებელი უთითებს. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ განახლებები მიიღოს და მათ Firewall-ი არ ბლოკავს. დაბლოკავს მაშინ, თუ მომხმარებელი თავად გაწერს ამას Firewall-ში. ასე შეიძლება ინტერნეტ კავშირიც დაბლოკოს. განახლებები მოდის სტანდარტულად HTTP 80, HTTPS 443 და გადამისამართება HTTP 8530, HTTPS 8531. თუ ეს პორტები დაბლოკილია, სისტემის განახლებას ვერ მიიღებთ. ასევე 80 და 443 ესენი არის სწორედ ის პორტები, რომლებითაც ხდება ვებ საიტებთან წვდომა და თუ Firewall-ის გამავალ ტრაფიკში ეს პორტები დადროპილია, ვერცერთ საიტზე ვეღარ შეხვალთ.
საუკეთესო Firewall-ის კონფიგურაცია უბრალო მომხმარებლისთვის, რომლის კომპიუტერი არ არის ჩართული რომელიმე ორგანიზაციის ქსელში არის შემდეგნაირი:
- ყველა პროგრამისთვის შემომავალი ტრაფიკი უნდა დაიბლოკოს;
- ყველა პორტი უნდა დაიდროპოს შემომავალ ტრაფიკზე;
- Local Loopback-ი ნებადართულია;
- მომხმარებელი გამავალი ტრაფიკის პორტს არ ეხება;
- Windows-ის განახლებისთვის Firewall-ის კონფიგურაციაში შემდეგ დომენებთან ტრაფიკი ნებადართულია:
http://windowsupdate.microsoft.comhttp://*.windowsupdate.microsoft.com
https://*.windowsupdate.microsoft.com
http://*.update.microsoft.com
https://*.update.microsoft.com
http://*.windowsupdate.com
http://download.windowsupdate.comhttp://download.microsoft.comhttp://*.download.windowsupdate.com
http://test.stats.update.microsoft.comhttp://ntservicepack.microsoft.comეს არის მინიმალური კონფიგურაცია Firewall-ისთვის.
თუ თქვენი სისტემა დიდი ხანია არ განახლებულა, ვგულისხმობ იმას რომ თქვენი სისტემა არის პირატული და მას მერე Windows-ის უამრავი განახლება მოხდა, ნახტომს არ გააკეთებს და ერთბაშად ბოლო ვერსიაზე არ განახლდება. ჯობს Windows Update-ს სერვერიდან რომელიმე ვებ ბრაუზერის დახმარებით ჩამოტვირთოთ Windows 7-ის ბოლო განახლება და დააინსტალიროთ. შემდგომ განახლებებს უპრობლემოდ მიიღებთ.
2015 წლამდე არსებულ პირატულ Windows-ებზე ეს განახლება დაგჭირდებათ
https://support.microsoft.com/en-us/help/30...-server-2008-r2ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია უახლოესი განახლებების შესახებ, ჩაწეროთ მათი საიდენტიფიკაციო ნომერი აქ და ჩამოტვირთოთ
http://www.catalog.update.microsoft.com/Home.aspx This post has been edited by Mr_Robot on 11 Apr 2017, 09:54