matemana მაგაშიც გეთანხმები.
თუმცა, აი პირადად ჩემს შემთხვევაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ რადგან პროგრამების უმრავლესობა მე დისკებზე მაქვს. ადრე შეძენილი. თავისი კრეკებით თუ აიდი/სერიალებით. მე თუ ფული გადავიხადე იმაზეც უნდა ვიდარდო ამ დისკების დამამზადებლებმა კანონიერად მოიპოვეს თუ არა ლიცენზიები??!
უბრალოდ ანტივირუსული პროგრამები ახალახლებია საჭირო იმ დისკების ყიდვიდან კი წლებია უკვე გასული.
ერთი ესაა და ერთადერთი სხვა პროგრამა ზევით რომ ვთქვი კრეკის ფაილი გადმოვწერე მეთქი - სისტემ მექანიკია. დისკებზე არ იშოვებოდა.
და სხვათაშორის იყო შემთხვევა რომ კასპერსკის შეძენა მინდოდა ოფიციალურად. ვაგზალზე სადაც ადმინისტრაციაა რკინიგზის, იმ შენობაში აქვთ ოფისიო. 150 ლარი ჯდებოდა წელიწადში. და ვიხდიდი, დავისვენებ მეთქი ამ განახლებასთან დაკავშირებული პრობლემებით. ანტივირუსული პროგრამებიდან მხოლოდ კასპერსკის ჰქონდა წარმომადგენლობა თბილისში. სანამ მივაგენი ალაგებული დამხვდა ოფისი. ეტყობა არ ქონდათ მუშაობა. არცაა გასაკვირი. დისკებით შეიძლებოდა ყველგან მისი შეძენა ოცჯერ ნაკლებ ფასში.
.....
(იმედია ამ მოოფტოპიკო პოსტებს გვაპატიებენ

)
* * *
კონკრეტულად ანტივირუსში ფულის გადახდას მაშინ აქვს აზრი თუკი მას გამოცდი მუშაობაში. კონფლიქტი არ ექნება კონკრეტული კომპიუტერის სხვა პროგრამებთან და ვირუსიც არ გამოეპარება არანაირი. ამას კი დრო ჭირდება.
ზოგი ანტივირუსი მძიმეა, ზოგი მოგეხსენებათ ყველა ნაბიჯს გიკონტროლებს მომაბეზრებლად.
ხოლო რომ ადგე კაცი და შეიძინოპ ჯერ ერთი, ვერ იგუო, შემდეგ მეორე, ისიც არ აღმოჩნდეს საშენო, შემდეგ მესამე, მეოთხე,.და ყველაში ფული იხადო,...ამას არავინ არ იზამს.