დააფდეითების მეთოდი მოკლე ხნის წინ მუშაობდა, შესაძლოა ეხლაც მუშაობდეს. დააყენე 8 ან 8.1 თუნდაც გაკრეკილი და დააფგრეიდე 10-ზე. თუ ავტომატურად გააქტიურა შეინახე ლიცენზია მაგ კომპზე მომავალში გამოგადგება, სანამ მნიშვნელოვან ნაწილს არ შეცვლი იქამდე. ესე დააფგრეიდებული 10 მერე წაშალე და პირდაპი ოფიციალური საიტიდან გადმოწერილი iso-თი დააყენე იგივე ვერსია 10 და იმ შენახული ლიცენზიით გააქტიურე.
ზოგ ლეპტოპს რომ უკან აწერია 7-ს key ნაცადი მაქ და ეგეც ააქტიურებს მაგ კონკრეტულ ლეპტოპს. არადა მინახავს ხალხი მასეთ ლეპტოპებზე კრეკით ააქტიურებდა

გატეხილ სოფტს რომ იყენებ ძალიან საშიშია თუ მაგ კომპზე პირადი მონაცემებიც გაქ და ინტერნეტ ბანკს, ebay-ს ან რამე მსგავსებსაც იყენებ. თუ აუცილებლობაა კიდევ კაპიკებში შეიძლება ოფიციალური key-ს ყიდვა. აი თამაშები რომ იყიდება ხოლმე plati.ru-ზე და მსგავსებზე. ოღონდ გაკრეკილი პროგრამები არ უნდა გამოიყენო, თუ გინდა ასე თუ ისე უსაფრთხოდ იყო. თამაშებიც რომ გინდოდეს, იმხელა ფასდაკლებებია ხოლმე, ან უფასოდაც იდება ხოლმე. აგერ მე წლების წინ 40-მდე თამაში მაქ დაგროვილი steam-ზე და origin-ზეც რამდენიმე მაგარი თამაში ჯამში კიდევ 80 ლარი თუ მექნება დახარჯული.
თუ კომპს მხოლოდ ბრაუზინგისთვის იყენებ როგორც ჩვენთან უმეტესობა შვება ხოლმე მაშინ კიდევ უკეთესი გამოსავალია უფასო linux-ს დაყენება, რადგან ერთხელ მოგიწევს ამის გაკეთება. იმ ოხრობა რეკლამებს და სხვა რაღაცებს არ აიკიდებს კომპი როგორც windows-ს მოსდის ხოლმე, როცა რამეს აყენებენ ხოლმე. პლიუს კომპიც თუ სუსტი გაქვს ბევრად კარგად იმუშავებს ვიდრე 10, მითუმეტეს თუ ssd-ც არ გაქ. ეს მაინც იმიტომ დავწერე, რომ მე პირადად ბევრთან ვნახე მსგავსი სიტუაცია და linux დავუყენე, წლებია ხმა არ გამიგია კომპზე მათგან, მუშაობს დღესაც ეგ კომპიუტერები და არც შენელები ეტყობათ და არც ჭედვები. თავიდან მიუჩვევლები რომ იყვნენ კითხულობდნენ windows-ს ხომ არ უნდა გადაყენებაო

მარა მერე მიხვდნენ რომ windows-სთან არ ქონდათ საქმე.