არსებობს ასეთი ოპერაციული სისტემა
Windows Server (2022 ან 2025)
არის სრულიად უფასო evoluation ვერსია, არანაირი შეზღუდვა არ გაქვს მის გამოყენებაზე დროის გარდა.
დროის შეზღუდვას რაც შეეხება როდესაც დააინსტალირებ გეძლევა სატესტოდ 180 დღე და მაგ ვადის გასვლის შემდეგ გაქვს შესაძლებლობა რომ 3-ჯერ Rearm გაუკეთო (ლეგალური მეთოდია!) და კიდევ 3x180 დღე გექნება, ყოველი 180 დღის მერე აკეთებ მაგას და არა ყველას ერთდროულად.
ანუ გამოდის ჯამში 2 წელი უფასოდ ლეგალურად ლიცენზირებულ ვინდოუსს იყენებ.
2 წლის მერე კიდევ ადგები და უბრალოდ ახლიდან დააყენებ სისტემას და ვსიო ისევ იგივე მეთოდით მომდევნო 2 წელი იმუშავებ...და ასე უსასრულოდ...
შეზღუდვები რაღაცეები კი აქვს მაგალითად სერვერის ვერსიაში არაა და ვერ დააყენებ Windows Store და ბიომეტრიულ აქტივაციას, გამორთვისას მიზეზს გეკითხება ყოველთვის რატო თიშავ ან არესტარტებ სერვერს და ასე შემდეგ.
თუმცა თუ უფასოდ გინდა და თან ლიცენზირებული მსგავს "შეზღუდვებს აიტანს" ადამიანი... პირადა მე რავიცი პრობლემას არ მიქმნის არაფერი მსგავსი შეზღუდვა, გეიმინგში ვიყენებ საქმეშიც და ფილმების საყურებლადაც..
ასე რომ ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტია და რაც მთავარია დაცული ხარ იმ მხრივ რომ კრეკს და აქტივატორს როდესაც იყენებ ყოველთვის არის ალბათობა იმისი რომ დაიხაკო... რავი მე ასე მგონია
Windows Server 2025 Microsoft Linkქვევით ნახავთ გადმოსაწერ ლინკ iso image
ინსტალაციას უმარტივესია, უბრალოდ არ შეგეშალოთ და desktop experience აირჩიეთ რომ ცარიელი კომანდ პრომტი არ შეგრჩეთ ხელში

p.s. რატომღაც ლინკს რომ ვსვავ მერე აღარ ხსნის, პროსტა დაგუგლეთ windows server 2025 და microsoft.com-ის საიტი გახსენით ადვილად მიაგნებთ
This post has been edited by Daთa on 23 May 2025, 02:46