კანონ-პროექტი ფორუმზე ქართული ოცნების გავლენების გამჭვირვალობის შესახებფორუმზე ძალიან ბევრი პოსტავს რომელიც თავს ასაღებს უბრალო ამომრჩევლად, დაინტერესებულ პირად ან სულაც აპოლიტიკურ ადამიანად და ამ საფარქვეშ ახორციელებს ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიას.
ჩვენ ფორუმის ჩვეულებრივი წევრები მივიჩნევთ რომ ფორუმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ამგვარი პირების გამოვლენა და აღრიცხვა , რათა თავიდან იქნას აცილებული სპამები, პროვოკაციები და თემების დაბინძურება. აღნიშნული ღონისძიება შეამცირებს ფორუმზე გაცემული ბანების რაოდენობას 30%-ით, ხოლო ვორნებისას 50%-ით რამდენადაც აგენტ-პროვოკატორი წინასწარ იქნება ცნობილი აუდიტორიისათვის.
წარმოდგენილი კანონ-პროექტის მიხედვით:
ქართული ოცნების გავლენის აგენტი არის:
ა) პირი რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
ბ) პირი რომელიც იღებს ფულად ან სხვა სახის ანაზღაურებას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებიდან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
გ) პირი რომელსაც აქვს ნათესაური კავშირი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
დ) პირი რომელსაც აქვს სექსუალური კავშირი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
ე) პირი რომელსაც აქვს კავშირი ა) პუნქტში განმარტებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
ვ) პირი რომელსაც აქვს კავშირი ბ) პუნქტში განმარტებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
ზ) პირი რომელსაც აქვს კავშირი გ) პუნქტში განმარტებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
თ) პირი რომელსაც აქვს კავშირი დ) პუნქტში განმარტებულ პირ(ებ)თან და ფორუმზე ჩართულია ქართული ოცნებისათვის სასარგებლო პოსტოლოგიაში
ყველა ეს პირი უნდა დარეგისტრიდეს ფორუმის ქართული ოცნების გავლენის აგენტთა რეესტრში (ფქოგარ). პირი ვალდებულია რეესტრში რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 7(შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება 40% ვორნი პირველ ჯერზე და მიეცემა 7 დღე დასარეგისტრირებლად. ამ ვადის გასვლის შემდეგ თუკი მისი ფორუმული სტატუსი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში, მას მიეცემა 80% ვორნი და დაიბანება.
ფორუმზე ქართული ოცნების გავლენის აგენტი ვალდებულია ფორუმზე ნებისმიერ მონაწილესთან საუბრის დაწყების წინ აცნობოს მას ამის შესახებ. ეს წესი ვრცელდება ყველა განყოფილებაზე, უსათაუროს ("ფლეიმის") ჩათვლით.
ფორუმზე ქართული ოცნების გავლენის აგენტების აღრიცხვას ახორციელებს ფორუმის ადმინისტრაცია მოდერატორების საშუალებით. ქართული ოცნების გავლენის აგენტების რეესტრი საჯაროა და ხელმისაწვდომია ბმულზე.
https://forum.ge/?act=help&CODE=41მოდერაცია ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლოს პირი და დაადგინოს მისი სტატუსის შესაბამისობა.
ფორუმზე ქართული ოცნების გავლენის აგენტების რეესტრის განახლება ხორციელდება პერიოდულად ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუკი საფუძველი ამ რეესტრიდან ამოღების შეიქმნა მანამდე, ქართული ოცნების გავლენის აგენტს შეუძლია მიმართოს მოდერაციას მისი ამ რეესტრიდან ამოღების თაობაზე.
აქ, ტიმის ხელმოწერა.
ცვლილება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.
This post has been edited by BohemianRadio on 4 Apr 2024, 13:52