მოკლედ მცირე შემადგენლობით ავედით კოჯრის ბავშვთა სახლში, ადრე ატანილი საჩუქრების დასარიგებლად. ბავშვებმა წინასწარ შეიტყვეს (ხელმძღვანელობის მცდელობის მიუხედავად) და სულმოუთქმენლად გველოდა 45-მდე ბავშვი...
მივედით, ძალიან სტუმართმოყვარე და გულიანი ხალხი შეგვეგება, გამოიტანეს დალუქული ოთახიდან საჩუქრები და დავიწყეთ ყველა ბავშვისთვის ცალკ ცალკე პაკეტებში დაფასოება, შემდეგ შენობა დავათვალიერეთ (ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

). ბოლოს ბავშვები მოაწყვეს და საჩუქრების გადაცემის "ცერემონიალიც" ჩავატარეთ. უნდა გენახათ გაბრწყინებული სახეებით როგორ გვტაცებდნენ ხელიდან პაკეტებს
წამოსვლის წინ დირექტორს ვესაუბრეთ, ორი ჭიქითაც დავლოცეთ და წამოვედით...
ბოლოს თბილისში ვივხშმეთ და დავიშალეთ...
სურათებს ამიგო და ჯაფარა გამოფენენ ხვალ.
P.S. იმედია მომავალში უფრო გაიზრდება მსგავსი უაღრესად მადლიანი ღონისძიებების მასშტაბები...