N.G.მემგონი შორს არ უნდა იყოს, თუმცა ჩემზე კარგად ისინი აგიხსნიან ვინც იყო იქ.
ძალიან კარგად ახსენი ის რაც ბავშვის სულიერ მხარეს შეეხება
ამიტომ მიყვარხარ და გაფასებ
შენ მოძღვარს დაელაპარაკე, იქნებ მანქანა და ბენზინი საპატრიარქოსი იყოს ხოლო დანარჩენი კი ჩვენი.
(თუ საჭიროა ბენზინდაც ჩავუსხავთ, თვეში ოთხჯერ ასვლა მემგონი ბევრ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული.)
მთავარია ჩვენ დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ დამხმარეები გამოჩნდებიან.
ჩვენ არავის ძალით გაქრისტიანებას არ ვაპირებთ, ჩვენ მათ ქრისტიანული სიყვარული და თანადგომა უნდა დავანახოთ.
ისინი ხომ ბავშვები არიან, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ''მშობელი'' რა რწმენის იყო.
მე პირადად მანდ რომ ვიყო დიდი სურვილი მაქვს რომელიმე ბავშვი მოვნათლო. ოქროს ჯვარს ვერ შევპირდები, მაგრამ სითბოს და სიყვარულს არ მოვაკლებდი.