RemediosiVika
საინტერესო იცით რა არის?! ზოგიერთს არ სურს გაიგოს რომ მე ჩემი ინიციატივით რომ არ დამეტოვებინა ''კო-მოდერატორობა''
(თუმცა ''ჯენერალში'' მითითებული ვიყავი როგორც მოდერატოტი, მემგონი დიდი არაფერი სხვაობაა)
დღეს მე ისევ იგივე ფუნქციები მექნებოდა.
ყველაფერი აქედან გამომდინარე გამაგებინეთ ლოგიკა რომლის მიხედვითაც - მე ვცდილობ იმ ახალი მოდერატორის არჩევას, რომელზეც რაიმე გავლენა მექნება.
რაც შეეხება ჩემსა და შარლოტას ურთიერთობებს... მე ნამდვილად არ მესმის რა შუაშია ჩვენი მეგობრობა მის მოდერატორობასთან.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, მე არ მახსოვს რომ საკვანძო საკითხებში ჩვენი პოზიციები ერთიმეორეს დამთხვეოდა.
ამის ნათელი ნაგალითია თუნდაც თემა ''თანამედროვე მორწმუნე'' დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ არსებული თემის (''ჯენერალში'') ბოლო 3-4 გვერდს და დაინახოს რა მწვავე დაპირისპირება მიდის ჩვენს შორის.
ასეთი მაგალითები მრავლადაა. (შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ჯერჯერობით მემგონი საჭირო არაა)
შარლოტა არაა იმისთანა გოგონა რომ ასე ადვილად სხვის აზრზე გადავიდეს, ან ''ვიგოდის'' გულისათვის რამეზე თვალი დახუჭოს.
ასევე ვაღიარებ რომ მეგობრული ურთიერთობები მაქვს ძალიან ბევრ ფორუმელთან და ხშირად პირადულ მიმოწერას უფრო მეტ დროს ვანდომებ, ვიდრე ფორუმზე წერას. მე ისინი ყველა მიყვარს და პატივს ვცემ თვითოეულს განსაკუთრებით.
ჩამოვთვალო ვისთან? ყველასთან ვინც სურვილი გამოთქვა ჩემთან ურთიერთობაზე. მათ შორის არიან როგორც მოდერატორები (არაერთი) ასევე უამრავი ''მემბერიც''
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ - მე თუ სურვილი გამიჩნდებოდა მოდერატორობის პოსტის პირადი ინტერესებისათვის გამოყენების - ამას გავაკეთებდი კიდეც, რადგან ვიყავი ''იქ''... ამიტომ გთხოვთ აქცენტი გადავიტანოთ ასარჩევ კანდიდატებზე.